რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ხანმოკლე შეხვედრა შეაფასა. მისი განცხადებით დიალოგი ნორმალური იყო. მან მნიშვნელოვანი უწოდა "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბროძლასა და სირიის საკითხზე გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას.
პუტინის სიტყვებით, მთავარია, რომ მსოფლიოს ორი წამყვანი ქვეყანა შეთანხმდა ტერორიზმს ერთობლივი ძალებით ებრძოლონ.
პუტინი ტრამპს კარგად აღზრდილ და ურთიერთობისათვის კომფორტულ პიროვნებას უწოდებს. ის ფაქტი, რომ მასთან სრულფორმატიანი შეხვედრა არ შედგა, პუტინმა ლიდერების გრაფიკის გადატვირთულობასა და აშშ-სა და რუსეთს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობას დააბრალა.
"ჩვენმა გუნდებმა, სამწუხაროდ, ეს ამოცანა ვერ გადაჭრეს. ნუ... დაისჯებიან ალბათ. თუმცა საგანგაშო არაფერი მომხდარა. ჩვენ ვისაუბრეთ დღევანდელი სხდომის დროს, რაც გვინდოდა ველაფერი განვიხილეთ," - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისი სიტყვებით სამომავლოდ აუცილებელია შედგეს ორ ლიდერსა და მათ გუნდებს შორის საფუძვლიანი, ფართომასშტაბიანი შეხვედრა, რათა მოხერხდეს ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის განმუხტვა.
მასალის გამოყენების პირობები






