„ფორმულა 1“-ის ლეგენდარული მრბოლელის, მიხაელ შუმახერის მდგომარეობა გაუმჯობესდა. როგორც ბრიტანული გამოცემა "მირორი" ოჯახის წევრებზე დაყრდნობით იტყობინება,მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლის ნიშნები პირველად გამოიკვეთა.
ექიმების თქმით, ეს სამომავლო გამოჯანმრთელებისკენ გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
შეგახსენებთ, 48 წლის შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ საწოლს მიჯაჭვული აღარ არის და სკამზე ჯდომა შეუძლია. ნათესავების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენი ვერ მეტყველებს, სახის მიმიკებით გამოხატავს, რომ ახლობლებს ცნობს.
გავრცელებული ცმობით, სპორტსმენმა კრიტიკულ წონას მიაღწია და 174 სმ-ის შუმახერი ამჟამად 45 კილოგრამს იწონის.
2013 წლის დეკემბერში თხილამურებით სრიალის დროს მიღებული თავის ტრავმის გამო ავტომრბოლელი 6 თვე კომაში იმყოფებოდა. კომიდან გამოსვლის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადის. 2014 წლის დეკემბერში შუმახერი კლინიკიდან გაწერეს და მკურნალობას ჟენევაში, საკუთარ ვილაში განაგრძობს. მისი მკურნალობის ხარჯებმა 10 მილიონ ფუნტს გადააჭარბა.
მასალის გამოყენების პირობები






