ამერიკელი ფეხბურთელი იოზეფ ბლატერს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
მსოფლიო - 14:29, 11 Nov, 2017     2319

აშშ-ის ქალთა საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა მეკარემ ჰოუპ სოლომ FIFA-ს ყოფილი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

The Guardian-ის ცნობით, შემთხვევა, 2013 წელს „ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონიაზე მოხდა.

ფეხბურთელი ამბობს, რომ სცენაზე გასვლის წინ ბლატერმა მას უკანალზე მოჰკიდა ხელი. მისი თქმით, ეს შოკი იყო, მაგრამ ცერემონია არ ჩააგდო. იოსებ ბლატერმა, რომელიც 81 წლისაა ამ ბრალდებას „უაზრო“ უწოდა.

ჰოუპ სოლო აშშ-ის ქალთა საფეხბურთო ნაკრების მეკარე 2000-2016 წლებში იყო. ის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მფლობელია.

მის სახელს სექსუალური ხასიათის სკანდალი უკავშირდება, როდესაც სხვა სელებრითებთან ერთად, ჰაკერების მიერ მოპარული მისი შიშველი სელფი ინტერნეტში გავრცელდა.

იოზეფ ბლატერი FIFA-ს 1998-2015 წლებში ხელმძღვანელობდა და თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ორგანიზაცია კორუფციასა და მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნის გამოვლენის დროს ჩაწყობების სკანდალში გაეხვა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42