ეს კავშირი გენის დონეზეა.
ალბათ იცით, რომ დნმ ბავშვს არა მხოლოდ დედ-მამისგან, არამედ ბებია-ბაბუისგანაც გადაეცემა, ვინაიდან დედ-მამა თავიანთი მშობლების დნმ-ის მატარებლები არიან. შესაბამისად, ბავშვი, დედ-მამის გენეტიკური სტრუქტურიდან გამომდინარე, ნაწილობრივ ნათესავების გენეტიკის მატარებლებიც არიან. სწორედ ამიტომ ჰგავს ხოლმე ბავშვი არცთუ ისე ახლობელ ნათესავს.
თუმცა, მეცნიერები ამბობენ, რომ გენეტიკური ინფორმაციის დიდ ნაწილს ბავშვები დედის ხაზით ბებიისგან იღებენ.
მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც საქმე გენეტიკას ეხება, ყველა ოჯახი უნიკალურია, ამიტომ ბავშვი შესაძლოა ძალიან ჰგავდეს ბებიას დედის ხაზით , ისვე, როგორც ბებიას მამის ხაზით. როდესაც საქმე გენეტიკას ეხება, ყველაფერი ძალიან რთულად არის რაიმეს წინასწარ გათვლა, შეუძლებელია.
მშობლებისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა უდიდესი როლი აქვთ ბებია-ბაბუას ბავშვის "ემოციური ინტელექტის განვითარებაში".
როგორც მეცნიერი ამბობენ, იმ ემოციებმაც კი, რომელიც ბებიას ჰქონდა ორსულობიბასა, შესაძლოა, მის შვილიშვილზე(გოგოს შვილზე) მოახდინოს გავლენა.
მნიშნელოვანია გააზრებული გვქონდეს, რომ ოჯახი ერთი მთლიანი ორგანიზმია, რომლის წევრებიც ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი.
გარდა ამისა, გენებთან და პოზიტივთან ერთად შვილიშვილებს მავნე ჩვევები და დაავადებებისადმი მიდრეკილებებიც გადაეცემათ.
აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, საკუთარ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობასთან ზერელედ მოქცევა არ შეიძლება. ეს ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობაა, რადგან ამით არა მარტო საკუთარ თავს აყენებთ ზიანს, არამედ თქვენს მომავალ თაობებსაც უქმნით საფრთხეს.
მასალის გამოყენების პირობები






