შეთქმულებაში, სავარაუდოდ, მაიკ ფლინის შვილიც იყო ჩართული. სპეციალური პროკურორის, რობერტ მალერის გამოძიების თანახმად, დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ნიუ იორკში დეკემბერში შეხვდა.
ფლინის ადვოკატმა გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. მაიკ ფლინის შვილმა კი CNN-ს კომენტარზე უარი განუცხადა.
შეგახსენებთ, 2016 წლის 15 ივლისის ღამეს, თურქეთში სამხედრო ამბოხი მოხდა, რომლის ორგანიზატორად , ანკარა პრეზიდენტ ერდოღანის ოპოზოციონერ , სასულიერი პირს ფეთჰულა გიულენს ასახელებს და ვაშინგტონისგან მის ექსტრადირებას ითხოვს.
ფეთჰულა გიულენი 1999 წლიდან პენსილვანიაში ცხოვრობს.
სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობას 230 ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმრავლესობა თავად სამხედროა.
15 ივლისის შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს და დააპატიმრეს ათი ათასობით სამხედრო, მოსამართლე, პოლიციელი, მასწავლებელი. ქვეყანაში დაიხურა 100-ზე მეტი მედიასაშუალება, რის შედეგადაც სამსახურის გარეშე დარჩა 2 300-ზე მეტი ჟურნალისტი.
15 ივლისის მოვლენების შემდეგ თურქეთში მინიმუმ 99 ჟურნალისტი და მწერალი დააკავეს, მინიმუმ 330-ს აკრედიტაცია ჩამოართვეს.
სამხედრო გადატრიალების შემდეგ სულ 40 000 ადამიანი დააკავეს, სამსახურებიდან გაათავისუფლეს ან საქმიანობა შეუჩერეს 120 000-მდე ადამიანს.
მასალის გამოყენების პირობები






