NASA-ს მეცნიერების განცხადებით, ანტარქტიდის დასავლეთ ნაწილში, "მერი ბრედის მიწის" ტერიტორიის ქვეშ ვულკანური მაგმის გიგანტური ტბაა, რომლის არსებობაც მეცნიერებმა ვერაფრით ახსნეს. ამის შესახებ LiveScience-ი წერს.
"თანამგზავრით გადაღებული სურათები ცხადყოფენ ძლიერი და ამავდროულად მუდმივი წლის დინებების არსებობის შესახებ, რომელიც ყინულების მთების ზედაპირიდან როსის ზღვაში ჩაედინება. ასევე შეიმჩნეცა წყლის მასის პულსირებული ამოფრქვევა დასავლეთ ანტარქტიდის სხვა რაიონებშიც, ეს წყალი მხოლოდ მიწისქვეშა სითბოს გამო შეიძლება გაჩნდეს, რომელიც ყინულების ქვედა ფენებზე ზემოქმედებს," წერენ მეცნიერები.
ყოველწლიურად ანტარქტიდა კარგავს 2,8 ათასი კუბური კოლომეტრის მოცულობის ყინულს. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ეს აისბერგების დაჩქარებული ფორმირების შედეგად ხდება, მაგრამ 2013 წელს ამერიკელმა კლიმატოლოგებმა გაარკვიეს, რომ გამქრალი ყინულის ნახევარზე მეტი ის თბილი დინებებია, რომელიც მათ ქვეშ მიედინება.
თუმცა, 2017 წლის ზაფხულში მეცნიერებმა ყინულოვანი კონტინენტის საფარის ქვეშ ათეულობით მოქმედი ვულკანი აღმოაჩინეს. სწორედ ვულკანების ამოფრქვევა და გავარვარებული მაგმის დინება ადნობს ყინულის ქვედა ფენებს, რითიც იწვევს აისბერგების სწრაფ წარმოშობას, რომლებიც წყდებიან კონტინენტს და ეკვატორის მიმართულებით მიცურავენ. ერთერთი სუპერგიგანტური აისბერგი კონტინენტს გასულ ზაფხულს მოწყდა.

მეცნიერები, რომლებიც მაგმის მდინარეებისა და წყლის თბილი დინებების მოძრაობას იკვლევდნენ, მივიდნენ დასკვნამდე, რომ გათვლებს შორის შეუსაბამობა ერთადერთ მოვლენაზე მეტყველებს - "მერი ბრედის მიწის" ტერიტორიის ქვეშ ვულკანური მაგმის გიგანტური ტბაა, რომელიც იმავე აცხელებს დედამიწის ზედაპირის ქანებსა და მასზე განთავსებულ ყინულებს, როგორც იელლოუსტოუნის სუპერვულკანი.
ამ მასშტაბის მაგმის ტბის არსებობის მიზეზები, მიუხედავად არაერთი ჰიპოთეზისა, მეცნიერებისთვის ჯერჯერობით აუხსნელია, რადგან "მერი ბრედის მიწისა" და როსას ყინულოვანი მთის ქვეშ არანაირი ტექტონიკური აქტივობა და დედამიწის მანტიაში ნაპრალები არ არსებობს, რასაც ამ მასშტაბის მაგმის ტბის არსებობას შეუწყობდა ხელს.
მასალის გამოყენების პირობები






