ბუნებრივია, ISIS-სთვის ტერიტორია უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ეს იყო ორგანიზაცია, რომელსაც ფართო "ინტერნეტსაცეცები" ჰქონდა მთელს მსოფლიოში.
რა თქმა უნდა, უაზრობაა იმის მტკიცება, რომ ტერორიტული დაჯგუფება მხოლოდ ონლაინ-რესურსებით იარსებებს. მაგრამ ინტერნეტი გაახნგრძლივებს მის არსებობას, მიუხედავად იმისა, რომ მის პროპაგანდისტულ მანქანას ყოველმხრივ ებრძვიან და ალბათ მალე გაანადგურებენ კიდევაც. ამას თვალნათლივ დაინახავთ, თუ ტერორისტების მახარდამჭერი არაბული ტელე და ონლაინ მედიას გადაავლებთ თვალს. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში. ტერიტორიების კარგვის პარალელურად, მათი ტონი უფრო და უფრო დაღმავალი ხდება.
პირველი ფაქტორია მასალების რაოდენობა. 2015 წელს ISIS-ი სხვადასხვა ფორმით კვირაში 200-მდე მასალას ავრცელებდა. ყველდღე ტელეეთერში ათობით ტელეარხი ავრცელებდა მათი მოღვაწეობის შესახებ მართალ თუ მოგონილ ინფორმაციას. ამგვარი აქტივობით, "ისლამური სახელმწიფო" არამარტო პროპაგანდას ავრცელებდა, არამედ ბრენდსაც ქმნიდა.
ამ მიზნით, ტერორისტები ავრცელებდნენ "ფერად-ფერად" ვიდეო და ფოტომასალას, თუ როგორ კარგად ცხოვრობს ხალხი მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სადაც ყვავის ქალაქები, ბაზრობები და სხვადასხვა საზოგადოებრივი დაწესებულებები. ყოველივე ამას თავისი ეფექტი ჰქონდა 2015-16 წლებში. ბუნებრივია, ყოველივე ამაში კოლოსალური თანხები იხარჯებოდა.
დღეს სიტუაცია შეიცვალა, ISIS კვირაში 20 მასალასაც ვერ ავრცელებს, საპირისპიროდ ვრცელდება ის რეალური ფოტო-ვიდეომასალა, რომელიც ტერორისტების სისატიკეს, ბარბაროსობას და სხვა არაერთ უარყოფით დეტალს, რომლებიც მათ ოკუპირებულ ქალაქებსა თუ დასახლებებში ჩაიდინეს.
თავის მხრივ ISIS-მაც შეცვალა სიუჟეტების შინაარსი. აყვავებული ქალაქების ნაცვლად პროპაგანდის მთავარი გმირია ბოევიკი, რომელიც ებრძვის მტერს და მზად არის სიცოცხლეც კი შესწიროს ამ ომს. ამასთან, დკარგა რა ტერიტორიები, "ისლამურ სახელმწიფოს" მოაკლდა სარეკლამო სიუჟეტების დამზადების რესურსი - სტუდიები, სტამბები და აშ.
მეორე პრობლემა კადრები დეფიციტია. საერთაშორისო საზოგადოებასთან ბრძოლაში დაიღუპა არაერთი პირი, რომელიც ორგანიზაციის იდეოლოგიურ სფეროსა და პიარ-ურთიერთობებს კურირებდა, მათ შორის "პრეს-მდივანი" და "პროპაგანდის მინისტრები". დაიღუპა ასევე ტექნიკური პერსონალიც.
მესამე - ინტერნეტი აღარ არის ტერორისტებისთვის "უსაფრთხო გარემო". სოციალური და ონლაინ მედიის ხელმძღვანელებისა უშიშროების სამსახურების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, ტერორისტებს უფრო და უფრო ეზღუდებათ მსოფლიო მაშტაბის სოცქსელებისა და ფაილების გაცვლითი სისტემებით სარგებლობის საშუალება.
ყოველივე ეს ცივილიზებულ სამყაროს იმედიმომცემი პროგნოზების გაკეთების საშუალებას აძლევს, თუმცა, ეს ერთგვარი ხიფათის შემცველიცაა - ტერორისტების მიერ გავრცელებულ მასალაში ძირითადი ადგილი ძალადობის პროპაგანდასა და ტერაქტების მოწყობის, ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და მომწამვლელი ნივთიერებების დამზადების ინსტრუქციებს ეთმობა, რაც შეიძლება სხვადასხვა ქვეყანაში მყოფმა რადიკალური განწყობის ადამიანებმა ნახონ და განახორციელონ.
შეაბამისად, საფრთხე არ ქრება, უბრალოდ ის სახეს იცვლის და ჯერჯერობით ადრეა ISIS-ის გაქრობის შესახებ საუბარი როგორც ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე, ასევე ვირტუალურ სამყაროში, თუმცა, ფაქტია, რომ ტერორისტული ორგანიზაციის საძირკველი უკვე სერიოზულადაა შერყეული.
("ისლამური სახელმწიფოს" ტერიტორიები 2015 წელს და 2017 წლის ბოლოს)


მასალის გამოყენების პირობები






