1. ყველაფერი კარგი და ახალი - მოგვიანებით
სვამ გაბზარული ჭიქიდან, მაშინ როდესაც ახალი ჭიქა „სერვანტში“ ხელუხლებლად დევს და უკეთეს დროს ელოდება.
ახალი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ხანგრძლივად უნდა ეგდოს სახლში, ვიდრე გამოიყენებენ, ჯერ ხომ ძველი ბოლომდე არ განადგურებულა.
ზოგადად, ყველაფერი სუფთა და ახალი - ეს ყოველდღიურობისთვის არაა, არამედ უკეთესი დღისთვის, რომელიც რატომღაც არასდროს მოდის.
ასეთი ადამიანები თვლიან, რომ ჩვეულებრივ დღეებში კარგი ტანსაცმლის, ლამაზი ჭურჭელის, გემრიელი საჭმლის ადგილი არაა. ყველაფერი საუკეთესო მოგვიანებით, სტუმრებისთვის და დღესასწაულისთვის. ჩვეულებრივ დღეებში ზეიმის მიზეზს ვერ პოულობენ და თავს ინუგეშებენ „სამაგიეროდ ჩვენი შვილები იცხოვრებენ კომუნიზმში“
2. თუ რამე უმეთვალყურეოდ და უპატრონოდ დევს, ჩემია
ასეთი ადამიანი ყველაფერს, საჭირო და არასაჭირო ნივთებს სახლში მიათრევს, იმის მიუხედავად გამოიყენებს მათ ოდესმე თუ არა. განსაკუთრებით სამუშაო ადგილიდან.

3. არაფრის გადაყრა
კიდევ ერთი თვისება, რომელიც „სავოკს“ ახასიათებს - არასოდეს გადაყაროს არაფერი, იმ არგუმენტით , რომ შეიძლება როდესმე დაჭირდეს . ეს შეიძლება იყოს ცარიელი კოლოფები, ცალი თხილამური, ძველი ელემენტები და ასე შემდეგ დაუსრულებლად.

4. საჭმლის ბოლომდე ჭამის ჩვევა
საბჭოთა ბავშვობიდან ყველას ახსოვს რომ საჭმლით თამაში ცუდია, პურთან უდიერად მოპყრობა კი საერთოდ ცოდვა, საკვების გადაყრაზე კი საუბარიც ზედმეტია.
თუ საჭმელი უკვე ცოტა სახიფათოდ გამოიყურება, მაშის ის მამას, ან ბაბუას უნდა აჭამო, როგორც ოჯახის ყველაზე ძლიერ და გამძლე წევრებს. მთავარია, რომ საჭმელი არცერთ შემთხვევაში არ გადაიყაროს.
გამოდის, რომ უმჯობესია გაფუჭებული საჭმლით მოწამვლა გარისკო, ვიდრე საჭმელი გადაყარო.

5. „ხალხი რას იტყვის?!“
გადაწყვეტილებების მიღებისას ხალხის აზრზე ფიქრი და მათ მიერ განსჯის და გაკრიტიკების შიში.
„როგორ იქცევი? ხალხი რას იტყვის? ნახე ის დეიდა როგორ გიყურებს?- ყველა „სავოკი“ ბავშვის მოგონებაშია ასეთი ფრაზა, ახლაც ხშირად ახსენდებათ და მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეშინიათ, რომ ვიღაც აბსტრაქტულმა ბიძიებმა და დეიდებმა მათზე ცუდი არ იფიქრონ.
6. კომპლიმენტის მიღების არცოდნა.
კომპლიმენტის მიღების დროს „სავოკი“ ქალების უმრავლესობა თავის მართლებას და თავის მოსაწყლებას იწყებს. მაგალითად ფრაზაზე „რა ლამაზად გამოიყურები“, პასუხობს „მოიცა რა, ვერც კი გამოვიძინე და ტანსაცმელიც ძველი მაცვია“

მასალის გამოყენების პირობები






