15 ნოემბრიდან თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში კლინიკური ნეფროლოგიის და დიალიზის ცენტრი გაიხსნება, რომელიც თირკმლის ნებისმიერი პათოლოგიის მქონე პაციენტებს ასაკის შეუზღუდავად მოემსახურება.
ცენტრი უახლესი თაობის აპარატურით და 18 დიალიზის სავარძლით არის აღჭურვილი. მაღალკვალიფიციური მედპერსონალი საერთაშორისო ნორმების დაცვით დღის განმავლობაში თირკმლით ქრონიკული დაავადების მქონე 108 პაციენტს მოემსახურება. ცენტრში შესაძლებელია ნეფროლოგიურ დაავადებათა სრულყოფილი დიაგნოსტიკა და ნეფროლოგიური პაციენტების ამბულატორიული მომსახურება.
ახალი დიალიზის ცენტრი ქინძმარაულის ქ. #1-ში, თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალშია განთავსებული და ის დიალიზის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტებს უფასოდ მოემსახურება. ნეფროლოგიის და დიალიზის ცენტრი ვარკეთილის, მოსკოვის გამზირის, ლილოს, ორხევის, აფრიკის და სხვა მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისზე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
მასალის გამოყენების პირობები