ევროკომისია პუტინის ენერგოპროექტებს, "ჩრდილოეთის ნაკადებს" უტევს
მსოფლიო - 12:35, 10 Nov, 2017     2086
ევროკომისიამ საბოლოოდ გაარკვია თავისი დამოკიდებულება, არა მხოლოდ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი2“ -თან, არამედ უკვე არსებულ ბალტიისპირეთის გაზსადენთანაც, რომლითაც გაზის ტრანსპორტირება რუსეთიდან გერმანიისკენ ხდება.

ევროკომისიამ ევროკავშირის გაზის დირექტივების ცვლილებასთან დაკავშირებით ისეთი წინადადება შეიტანა, რომელმაც შესაძლოა ორივე პროექტს დაარტყას. ბრიუსელის სთავაზობს მესამე ენერგოპროექტის მოქმედების გაფართოებას ყველა გაზსადენზე, რომელიც ევროკავშირის ბუნებრივი გაზის ბაზარზე მესამე ქვეყნიდან შემოდის.

„ეს მოგვცემს გარანტიას, რომ ყველა მთავარი გაზსადები, რომელიც ევროკავშირის ტერიტორიაზე შემოდის , იქნება ევროკავშირის წესების შესაბამისი, მისი მართვა მოხდება გამჭვირვალედ და ეფექტურად და ხელმისაწვდომი იქნება სხვა ოპერატორებისთვისაც“- ნათქვამია ევროკომისიის ოფიციალურ შეტყობინებაში.

ევროკომისიის მიერ შეთავაზებული ცვლილებები ძალაში ევროპარლამენტის და ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცების შემდეგ შევა.

„მოსალოდნელია რომ, ევროკავშირში გაზის იმპორტი, მოპოვებისა და მოხმარების შემცირების შედეგად, 2030 წლისთვის სტაბილური დარჩება. უკვე არსებული ინფრასტრუქტურის და თხევადი გაზის მოსალოდნელი კონკურენტუნარიანი მიწოდების გათვალისწინებით, 2020 წლის შემდეგ ევროკომია ახალი „ჩრდილოეთ ნაკადი2“-ის მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების აუცილებლობას ვერ ხედავს“- ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

უფრო მეტიც, ევროკომისიაში აცხადებენ, რომ გააგრძელებენ უკრაინის გავლით რუსული გაზის მიწოდების მხარდაჭერას.

„სამხრეთის გაზის დერეფანი“ აზერბაიჯანიდან - რუსული გაზის მიწოდების ალტერნატივაა და ევროკომისა აღიარებს, რომ ეს პროექტი „ჩრდილოეთ ნაკადი2“-ის მასშტაბებს შეესაბამება. „თუმცა ეს პროექტი წარმოადგენს გამონაკლისს გაზის დირექტივის 36-ე მუხლის შესაბამისად. ამიტომ მასზე ახალი ცვლილებები არ გავრცელდება“- აცხადებენ ევროკომისიაში.

ექსპერტების მოსაზრებით შექმნილ სიტუაციაში „გაზპრომს“ რამდენიმე ვარიანტი აქვს: დაჯდეს ევროკომისიასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან ან დაელოდოს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას და ევროპული პოლიტიკის ცვლილებას 2019 წლისთვის, როდესაც გაზსადენი აშენდება.

ექსპერტების თქმით მესამე ენერგოპროექტი კონკურენციის განვითარებას უწყობს ხელს , თუმცა რუსული გაზსადენის შემთხვევაში ის, ისე არ გამოიყენება როგორც საჭიროა, რადგან რუსეთიდან გაზის ექსპორტი მხოლოდ „გაზპრომისთვისაა“ ნებადართული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42