ჰოლივუდური ბრალდებები გრძელდება.
სექსუალურ შევიწროებაში ამჯერად Prison Break-ის ვარსკვლავს, რობერტ კნეპერს ადანაშაულებენ.
კოსტუმების დიზაინერის, სიუზან ბერტრამის განცხადებით, ინციდენტი 1991 წელს , ფილმის “Gas Food Lodging გადასაღებ მოედანზე მოხდა, როდესაც ის 31 წლის იყო. მისი თქმით, კნეპერმა კაბის ქვეშ ხელი შეუცურა და სასქესო ორგანოზე ძლიერად მოუჭირა.
„სასწრაფოდ გამოვიქეცი იქიდან. გარკვეული დრო ვიჯექი და ვტიროდი, შემდეგ კი საგრიმიოროში დავბრუნდი“ - ამბობს ბერტრამი The Hollywood Reporter-თან.
თავად მსახიობი ბრალდებას ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა და უარყო.
„ბოლო რამდენიმე კვირაა მე და ჩემი მეუღლე იმ ქალების ტკივილის შესახებ ვსაუბრობთ, რაც მათ განიცადეს და როგორ მამაცურად მიიწევენ წინ. მე შოკირებულო და განადგურებული ვარ ქალზე ძალადობის ბრალდების გამო. მე ასეთი არ ვარ. მათ , ვინც დღეს სიტყვებითა და გვერდში დგომით მხარი დამიჭირეს, მთელი გულით გიხდით მადლობას“ - წერს მსახიობი.

მასალის გამოყენების პირობები






