აშშ-ს "სწრაფი გლობალური შეტევის“ კონცეფცია და რუსეთის შიშები
მსოფლიო - 11:38, 10 Nov, 2017     3019

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე აშშ ინტენსიურად მუშაობს სწრაფი გლობალური შეტევის (Prompt global strike (PGS)) კომპლექსების შექმნის მიმართულებით, რაც უარყოფითად აისახება მსოფლიოს უსაფრთხოებაზე, რადგან ამერიკის შეერებული შტატებს სურთ მიიღონ ნებისმიერი მოწინააღმდეგის 1 საათში გაუვნებელყოფის შესაძლებლობა სუპერთანამედროვე იარაღის მეშვეობით, ბირთვული იარაღის გამოყენების გარეშე.

რუსეთი, რომელიც ტექნოლოგიურად საკმაოდ ჩამორჩება აშშ-ს, საფუძვლიანადაა შეშინებული - თავად აგრესიული საგარეო პოლიტიკის გამტარებელი ქვეყანა „მსოფლიოში არსებული ბალანსის დარღვევასა“ და „მსოფლიო უსაფრთხოებაზე“ საუბრობს.

"სწრაფი გლობალური შეტევის“ კონცეფციის იდეა 21-ე საუკუნის დასაწყისში, ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის პერიოდში გაჩნდა. გეოპოლიტიკური სიტუაციის შეცვლიდან გამომდინარე, სამხედრო მრჩევლები თვლიდნენ, რომ უნდა შეიქმნას ისეთი სისტემები, რომელიც უზრუნველყოფს თავდასხმის იარაღის მიზნამდე უსწრაფეს მიტანას. ისინი თვლიდნენ, რომ აშშ არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ სხვა ქვეყნებშ არსებულ ბაზებზე, რადგან მსოფლიოს ყველა წერტილში ამ ბაზების მეშვეობით ოპერატიული მოქმედება შეუძლებელია.

მათი მეორე არგუმენტი სწრაფი გლობალური შეტევის კომპლექსების შექმნისა იყო უპირატესობა რომელსაც აშშ მიიღებდა საომარი მოქმედებების სწრაფად განხორციელების სახით - აშშ-ს უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა მანამდე გაენეიტრალებინა მოწინააღმდეგე, სანამ იგი თავის ძირითადი ძალების გაშლას შესძლებდა. ამ კუთხით მთავარი სამიზნე მოწინააღმდეგის სტრატეგიული ბირთვული ძალების ბაზები, ინფრასტრუქტურა და სამეთაურო პუნქტებია.

შედეგად, 2003 წელს, აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების სარდლობამ ოფიციალური განაცხადი გააკეთა „სწრაფი გლობალური შეტევითი ძალების“ შექმნის თაობაზე.

ადმირალი ჯეიმს კარტრაიტი, რომელიც 2004-2007 წლებში აშშ-ს შეიარაღებული ძალების სტრატეგიულ დაგეგმვას ხელმძღვანელობდა, აცხადებდა, რომ სწრაფი გლობალური შეტევა არ ნიშნავს საბრძოლო მუხტის მიზნამდე მიტანას, იგი მოიცავს სწრაფ დაგეგმვას, ზუსტ სადაზვერვო მონაცემებს, მათ გამოყენებას ზუსტი და სწრაფი დარტყმის განსახორციელებლად და რაც მთავარია იმ შედეგის გაცნობიერებას, რისი მიღწევაც სურს შეიარაღებულ ძალებს.

რუსეთის სამხედრო ექსპერტი აცხადებს, რომ ადმირალ არტურ სიბიროვსკის ქსელურცენტრისტული ომის წარმოების დოქტრინის შესაბამისად აშშ ქმნის სადაზვერვო მონაცემების შეგროვების ერთიან ინტეგრირებულ სისტემას, რომელშიც შედის ინფორმაცია კოსმოსური თანამგზავრებიდან, უპილოტო საფრენი აპარატებიდან, ასევე სახმელეთო, საზღვაო და წყალქვეშა თვალთვალის სხვადასხვა სისტემებიდან, რაც "სწრაფი გლობალური შეტევის“ სისტემის მთავარი შემადგენელი ნაწილია.

სისტემაში შედის ასევე აშშ-ს შორეული მოქმედების სხვადასხვა ელემენტი - სტრატეგიული ბომბდამშენები, ფრთოსანი რაკეტები და ასევე ჰიპერბგერითი იარაღი, რომელის რაკეტის სპეციალური ამაჩქარებლითაა აღჭურვილი.

თუ ბუშის ადმინისტრაცია ძირითად ყურადღებას ბალისტიკური რაკეტების მოდერნიზაციას აქცევდა, ობამას პრეზიდენტობის დროს მთავარი აქცენტი მაღალი სიზუსტის ჰიპერბგერითი იარაღის შექმნაზე იყო გადატანილი, რომელუც არა ბირთვული არამედ კონვენციალური საბრძოლო მუხტით იყო აღჭურვილი.

ჰიპერბგერითი იარაღის სრულყოფა ამჟამადაც გრძელდება, რისთვისაც აშშ-ს 2017-19 წლების სამხედრო ბიუჯეტშ გარკვეული თანხებია გამოყოფილი. მისი მიზანია აშშ-ს საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ძალების აღჭურვა ისეთი იარაღით, რომლის სიჩქარეც ბგერით სიჩქარეს 5-ჯერ აღემატება, რაც აშშ-ს საშუალებას მისცემს თავისი ტერიტორიიდან არაბირთვული საბრძოლო მუხტი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში 2 საათზე ნაკლებ დროშ მიიტანოს. ეს სისტემა ფაქტობრივად შექმნილია - ზებგერითი გლეიდერი გაიშვება საკონტინეტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის მეშვეობით, ადის სუბორბიტალურ სიმაღლეზე და შემდეგ ანადგურებს მიზანს. დარჩა ერთადერთი ელემენტი გლეიდერის ფრენის მართვა მას შემდეგ რაც იგი რაკეტა-მატარებელს მოწყდება.

აშშ ასევე მუშაობს სახმელეთო სარაკეტო სისტემებზეც, რომელსაც ფრენის უფრო დაბალი ტრაექტორია და მიზანთან მიახლოებისას მანვრირების უნარი ექნება. ამ იარაღის დასკვნითი გამოცდა 2020 წელს ჩატარდება. ზოგადად,

აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო გეგმავს, რომ 20-იანი წლების პირველ ნახევარში ჰიპერბგერითი იარაღით ყველა მიმართულების შეიარაღბული ძალები აღჭურვოს.

მედიაში ასევე გავრცელდა ინფორფმაცია, რომ აშშ მუშაობს პროექტ „თორ“-ზე, კინეტიკურ იარაღზე, რომელიც განთავსდება კოსმოსში. კერძოდ, საუბარია რაკეტებზე, რომლის საბრძოლო ქობინში მოთავსებული იქნება 6 მეტრის სიგრძის ვოლფრამის ნემსისებური საბრძოლო მასალა, რომელიც მიზანთან შეჯახებისას ფაქტობრივად ააორთქლებს მას. ამისთვის აუცილებელ სიჩქარეს, სკანდინავიური ღმერთის უროს მსგავსად, რაკეტა ფრენის დროს იძენს.

ყველა აღნიშნული მაღალტექნოლოგიური იარაღი წამგებიან მდგომარეობაში აყენებს რუსეთს, რადგან ტექნმოლოგიების სწრაფი განვითარებით იგი საკმაოდ ჩამორჩება აშშ-სა და მის NATO-ელ პარტნიორებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42