ჰოლივუდური სექსსკანდალი გრძელდება.
ამჯერად, მსახიობი სტივენ სიგალი სექსუალურ შევიწროებაში პორტია დე როსიმ დაადანაშაულა.
„სკანდალისა“ და „განვითარების შეფერხების“ ვარსკვლავმა ამის შესახებ ტვიტერზე დაწერა. მისი თქმით, სიგალის ოფისში კინოსინჯებზე მივიდა, რა დროსაც მსახიობმა უთხრა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთსიმპატია კადრს მიღმაც, შემდეგ კი ტყავის შარვალზე ელვა-შესაკრავი შეუხსნა. პორტია დე როსის თქმით, ის ოთახიდან გამოიქცა და ყველაფერი თავის აგენტს მოუყვა, რომელიც შემტხვევას დიდად არ აუღელვებია.
„როგორც ჩანს , ის უბრალოდ შენს გემოვნებაში არ ჯდება“ - უპასუხა აგენტმა პორტიას.
მსახიობს არ დაუკონკრეტებია, როდის და რომელი ფილმის სინჯებისას მოხდა შემთხვევა.
პორტია დე როსი 8 წელია ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანის ელენ დე ჯენერისის მეუღლეა.
ელენმა მეუღლეს მხარდაჭერა თვითერზევე გმაოუცხადა.
"ვამაყობ ჩემი ცოლით" - წერს ელენი.
სტივენ სიგალი სექსუალურ შევიწროებაში დე როსის გარდა, კიდევ ორმა ქალმა მსახიობმა ჯულიანა მარგულისმა და მსახიობმა და ჟურნალისტმა ლიზა გურერომ დაადანაშაულა.
67 წლის სიგალის ადვოკატმა ბიბისითან განაცხადა, რომ მსახიობი აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.
მასალის გამოყენების პირობები






