უნგრელი მეღვინეები საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიას ეცნობიან
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:25, 09 Nov, 2017     1112

უნგრეთის სოფლის მეურნეობის კვლევისა და ინოვაციების ეროვნული ცენტრის, მევენახეობისა და მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის გაცნობის მიზნით, საქართველოს ესტუმრნენ.

უნგრელი მეღვინეები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორს, ლევან უჯმაჯურიძეს და ცენტრის თანამშრომლებს შეხვდენენ და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. როგორც ლევან უჯმაჯურიძემ აღნიშნა, საქართველოს უნგრეთის მეღვინეობის ინსტიტუტთან მრავალწლიანი თანამშრომლობა საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის გაუქმების შემდეგ შეწყდა. ცენტრის დირექტორის განცხადებით, აუცილებელია თანამშრომლობის აღდგენა და ერთობლივი კვლევების განხორციელება.

„სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ქართული ჯიშების აღდგენა-კონსერვაციას ეწევა. ჩვენი კოლექცია მსოფლიოში ცნობილია. გარდა კულტურული ვაზისა, ჩვენს კოლექციაში დაცულია ველური ვაზის ჯიშები. ჯიღაურას ბაზაზე ქართული 460-მდე და უცხოური 350-ზე მეტი ვაზის ჯიშია, მათ შორის, რამდენიმე უნგრულიც. გვაქვს სურვილი, უფრო მეტი უნგრული ჯიში შეემატოს ჩვენს კოლექციას“, - აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.

უნგრეთის მევენახოებისა და მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა უნგრეთის მევენახეობა-მეღვინეობის პოტენციალსა და განვითარებაზე, ასევე, ინსტიტუტის საქმიანობასა და განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრეს.

ვიზიტის ფარგლებში, უნგრელმა სტუმრებმა ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზა დაათვალიერეს, საქართველოს ღვინის ქარხნები მოინახულეს, კახეთისა და იმერეთის რეგიონს ესტუმრნენ და აგრარული და ტექნიკური უნივერსიტეტების მეღვინეობის სპეციალისტებთან შეხვედრები გამართეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42