ჰოლივუდის ვარსკვლავის, ორგზის ოსკაროსანი მსახიობი კევინ სპეისის სექს-სკანდალის გარშემო გამოხმაურებები გრძელდება . ამჯერად, ცნობილი გახდა რომ, რეჟისორ რიდლის სკოტის ახალი ფილმიდან - „მთელი მსოფლიოს ფული“ (All the Money in the World), კევინ სპეისის მიერ შესრულებულ ყველა სცენას ამოჭრიან. გადაწყვეტილება თავად რეჟისორმა და კომპანიამ Imperative Entertainment მიიღეს, რომელმაცრეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ფილმის შექმნა ფინანსურად უზრუნველყო.
მათ ვეტერანი ოსკაროსანი მსახიობით, ქრისტოფერ პლამერით ხელახლა გადაიღებენ.
კევის სპეისის მიერ შესრულებულ სცენებს კი ქრისტოფერ პლამერი შეასრულებს.
ფილმში, სპეისი ამერიკელი მილიონერის ჟან პოლ გეტის როლს ასრულებდა. მასთან დაკავშირებული სექსსკანდალის გამო კი ფილმი AFI-ს კინოფესტივალიდან მოხსნეს.
ფილმის პრემიერა 22 დეკემბრისთვისაა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, ორგზის ოსკაროსანი კევინ სპეისის სკანდალი 30 ოქტომბერს დაიწყო, როცა მსახიობმა ენტონი რეპმა განაცხადა, რომ სპეისის მხრიდან მის მიმართ 30 წლის წინ სექსუალურ შევიწროებას ჰქონდა ადგილი, რეპი მაშინ არასრულწლოვანი იყო. ორგზის ოსკაროსანმა მსახიობმა აღნიშნულზე განცხადება გააკეთა, რეპს მოუბოდიშა და მომხდარი „სავარუდოდ მთვრალი კაცის ქცევას“ დააბრალა, ასევე აღიარა, რომ გეია. რამდენიმე დღეში სპეისის წინააღმდეგ კიდევ ორმა იმავე შინაარსის ბრალდებამ გაიჟღერა. შემდეგ კი ამ ბრალდებებს რვა ადამიანის განცხადება დაემატა, House of Cards-ის სამუშაო ჯგუფის 8 წევრი მსახიობს სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს.
ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე გავლენიანმა სააგენტომ CAA-მ მსახიობ კევინ სპეისის კონტრაქტი შეუწყვიტა. ასევე, ონლაინ სასწავლო კურსების კომპანია MasterClass-მა მას სალექციო კურსი შეუჩერა, რომლის საშუალებითაც სპეისი სტუდენტებს ლექციებს უკითხავდა. კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის მსახიობს აღარ გადაეცემა ემის საპატიო ჯილდოც. კევინ სპეისის გარეშე გამოვა House of Cards-ის ფინალური სეზონიც. მეექვსე სეზონის პოსტერიდან სპეისის ფოტო წაშალეს. კევინ სპეისის გარშემო ატეხილი სკანდალის გამო, Netfilx-ის გადაწყვეტილებით, სერიალი აღარ გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები






