ამჯერად ანუკი რუსული Vogue-ს ყურადღების ცენტრში მოექცა, როგორც თბილისის პირველი ლედი.
სტატიაში საუბარია, რომ ანუკი არეშიძეს მოდის სფეროში იცნობენ, ახლა კი მან ახალი სტატუსი უნდა მოირგოს - თბილისის პირველი ლედის.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ანუკი პირველი და ერთადერთი ქართველი დიზაინერია, რომელიც Vogue Italia -სა და Yoox.com-ის ახალბედა ბრენდების / ნიჭიერი დიზაინერების კონკურსში შეირჩა და მილანში მისი კოლექცია პირადად ანა ვინტურმა და ფრანკა სოზანიმ დაათვალირეს.

„ბრენდი Anouki სულ რაღაც ოთხი წლის არის, მაგრამ უკვე დიდი წარმატება აქვს აზიაში, იყიდება პარიზში, აქვს ბუტიკები თბილისსა და ბაკოში. მალე ბრენდი მოსკოვის „ცუმ“-შიც გამოჩნდება.
თავად ანუკი მოკრძალებული და ცოტათი მორცხვიც კია. საჯარო გამოჩენისას, ის სერიოზული უფროა, ვიდრე გაღიმებული, ინარჩუნებს თავდაჯერებულობას და ყოველთვის მშვიდად საუბრობს, საუბრობს ხუთ ენაზე. მხრებზე კი დიდი პასუხისმგებლობა აწევს: ანუკი არეშიძე სამი ბიჭის დედაა: რვა წლის ლევანის, ხუთი წლის კახის და სამი წლის ვაჩესი, ასევე მფლობელია საკუთარი ბრენდის, სამი ძღლის და ნადვლილად იდეალური ცოლია - თბილი და ელეგანტური.
ანუკი არეშიძეს ვერ შეხვდებით თბილისის ძვირადღირებულ რესტორნებში, კარაოკე ბარებში. მას ნახავთ ბავშვების გარემოცვაში, სტადიონზე ან ბაზარში, სადაც თვითონ დადის. საღამოს ბავშვებს აძინებს და სანამ ქმარი სამსახურიდან დაბრუნდება, სახლის პირობებში სახის ნიღბებს იკეთებს. ასეა თუ ისე, საქართველო - ერთერთია იმ ქვეყნიდან, სადაც ტრადიციულ ფასეულობებს კვლავაც პატივს სცემენ და ყოველთვის მოდაშია.“- ნათქვამია სტაიაში.

მასალის გამოყენების პირობები






