,,მოსამართლეების შერჩევა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ხდება" - დაპირისპირება იუსტიციის საბჭოში
პოზიცია - 12:31, 09 Nov, 2017     1946

მოსამართლეების უვადოდ შერჩევა-დანიშვნის პროცესი - საკითხი საკამოდ რეზონანსულია, აღნიშნულმა ორი დღის წინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დაპირისპირება გამოიწვია. ნინო გვენეტაძის მხრიდან არსებობს გარკვეული უკმაყოფილება, იგი იუსტიციის საბჭოს 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებას ხელს არ აწერს და აცხადებს, რომ ის ძალადობის მსხვერპლია. თუმცა გვენეტაძე დეტალებზე არ საუბრობს, მან ხდომა ისე დატოვა, მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი „ნიუპოსტთან“ საუბრისას არსებულ სიტუაციას აფასებს. მისი განმარტებით ეს ყოველივე მხოლოდ გვენეტაძესა და საბჭოს შორის არსებული დაპირისპირება არ არის, მოსამართლეების შერჩევა კი საზოგადოებისთვის მიუღებელი ფორმით ხდება:

“ეს არ არის მარტივი საკითხი და მხოლოდ გვენეტაძისა და საბჭოს შორის დაპირისპირება, საზოგადოებისთვის მიუღებელი ფორმით ხდება მოსამართლეების შერჩევა, ეს არის პრობლემა. შერჩევის არანაირი გამჭვირვალე პროცესი არ მიმდინარეობს, არანაირი დასაბუთება თანხმობაზე ან უარზე თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი, არ არსებობს, პრობემა სწორედ ეს არის, რომელიც სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ფორმით იჩენს თავს“, - აღნიშნავს მამუკა ახვლედიანი.

იგი ასევე ეხმაურება გვენეტაძის განცხადებას მასზე ზეწოლის განხორციელებასთან მიმართებით. ახვლედიანი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ გვენეტაძე ნამდვილად არის ზეწოლის მსხვერპლი, მან ფაქტები უნდა წარმოადგინოს:

„გვენეტაძის მხრიდან კი განაწყენება გამოიწვია იმან, რომ ალბათ არ დაუნიშნეს არავინ ან თავისი კანდიდატურა ვერ გაიყვანა, შედეგად კი არ აწერს ხელს. ეს ერთის მხრივ არასწორი მოქმედებაა და მეორეს მხრივ, საბჭოს მხრიდან ასეთი დამოკიდებულებაც არასწორია. გვენეტაძე თუ აცხადებს, რომ მასზე ზეწოლა ხდება, დააკონკრეტოს, რა ფორმით, რისი მეშვეობით და გასაგები იქნება“, - დასძენს ახვლედიანი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ სასამართლოს სისტემაში პრობლემა სწორედ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესიდან იწყება, შერჩევის პროცესი კი უნდა იყოს გამჭვირვალე სახელმწიფოსა და მოქალაქეებისთვის:

„სასამართლო სისტემაში ზოგადად პრობლემა იწყება სწორედ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესიდან. ეს არის გაუმჭვირვალე პროცესი, სადაც გარკვეული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ხდება მოსამართლეების შერჩევა, სხვა ამ პროცესში ვერავინ ერევა, ეს არის პრობლემა. ასევე არც პასუხები აქვთ, შესაძლებელია ეს 34-ვე მოსამართლე კარგი იყოს ან 34-ვე ცუდი იყოს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს იყოს საზოგადოებისთვის და გარეშე პირებისთვის მისაღები და გასაგები იყოს. დღევანდელი და წინა იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ მიხვდა, რომ ეს ყველაფერი მათ არ ეკუთვნით, სახელმწიფოს და მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ნდობა მათ მიერ შერჩეული ადამიანების მიმართ. მათთვის კი სულერთია, მთავარია იყოს მათთვის სასურველი კანდიდატურა“, - აცხადებს მამუკა ახვლედიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42