ადამიანებს სასიამოვნო მომენტების სამუდამოდ დამახსოვება და მათი ფოტოზე ასახვა სჩვევიათ. ზოგჯერ, ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ეს ფოტოები მათი სიცოცხლის ბოლო წუთებს ასახავს. გთავაზობთ, სხვადასხვა დროს გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც მათზე ასახული ადამიანებისთვის, მათო ცხოვრების უკანასკნელი ფოტოები აღმოჩნდა.
შერონ ტეიტი
ამ ფოტოზე ამერიკელი მსახიობი და რეჟისორ რომან პოლანსკის მეუღლე, 9 თვის ორსული 26 წლის შერონ ტეიტია ასახული, რომელიც მისი უკანასკნელი ფოტო აღმოჩნდა. ის იმავე საღამოს მოკლეს.
1968 წელს შერონ ტეიტის სიკვდილის ღამეს პოლანსკი ლონდონში იმყოფებოდა. იმ ღამით შერონი რესტორანში წავიდა სავახშმოდ და შინ მარტო დაბრუნდა. დილით კი მოახლემ შერონის გვამი იპოვა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, იგი მოკლული იყო ამერიკელი კრიმინალის, ჩარლს მენსონის სექტის წევრების მიერ, რომელიც ამტკიცებდნენ, რომ ადამიანების მკვლელობა კეთილშობილური საქმე იყო.
ალმა დე ფიუგო
ალბათ, ეს ფოტოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ფოტოა - მოკლულმა მკვლელი გადაიღო. გოგონამ ფოტოზე აღბეჭდა თავისი ბოიფრენდი ხელში იარაღით, რომელმაც ერთი წამის შემდეგ ალმას თავში ესროლა..
ვეტერანი
ამ ფოტოზე მეორე მსოფლიო ომის გმირია აღბეჭდილი, რომელიც ჰოსპიტალში იმყოფება. ტრადიციული სამხედრო მისალმებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ის გარდაიცვალა.
მკვლელობა
ამ მამაკაცმა ფოტო აღნიშნული ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა წარაწერით - „ეს ბედნიერებაა“, რამდენიმე საათის შემდეგ კი ორსული ცოლი სიცოცხლეს გამოასალმა, თვითონ კი თავი მოიკლა.
გზა შინისკენ
„გამარჯობა პიტერ, მშვიდობით ეგვიპტე. ჩვენ მივფრინავთ სახლში “- ამ წარწერით გამოაქვეყნა ქმრისა და შვილის ფოტო სოციალურ ქსელში ქალმა. თუმცა, ეგვიპტიდან მიმავალი ოჯახის ცხოვრება თვითმფრინავში დასრულდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია ისტორიაში. 2015 წლის ოქტომბერში, რუსულმა სამგზავრო თვითმფრინავმა ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე, კატასტროფა განიცადა, რასაც ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი 217 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი ემსხვერპლა.
ტერაქტი
2015 წლის 13 ნოემბერს, წყვილი, პარიზში, კლუბ „ბატაკლანში“ კონცერტს ესწრებოდა და სამახსოვრო ფოტოს გადაღება გადაწყვიტა. ფოტოს გადაღებიდან რამდენიმე წუთში კი „ბატაკლანის ტერაქტმა“ მათი სიცოცხლე იმსხვერპლა. „ისლამური სახელმწიფო“ კლუბს თავს დაესხა და 100-ზე მეტი ადამიანი მოკლა.
ანდრეი პეტროვკსი

ანდრეი პეტროვკსი ცათამბჯენებზე დამცავი მოწყობილობების გარეშე ადიოდა. ფოტო, რომელიც instagram-ზე განათავსა, მის სიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრეა გადაღებული.პეტროვსკი დიდი სიმაღლიდან ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა...
მასალის გამოყენების პირობები






