კინოკომპანია Netfilx-მა House of Cards-ის მე-6 სეზონის პორსტერიდან კევინ სპეისის პერსონაჟი ამოიღო. როგორც დეილი მეილი იტყობინება, პოსტერზე მხოლოდ მსახიობი რობინ რაითია გამოსახული, რომელიც სერიალში ქლერ ანდერვუდის როლს ასრულებს.

ოფიციალური პოსტერი ამ დრომდე ასე გამოიყურებოდა:
ორგზის ოსკაროსანი კევინ სპეისის სკანდალი 30 ოქტომბერს დაიწყო, როცა მსახიობმა ენტონი რეპმა განაცხადა, რომ სპეისის მხრიდან მის მიმართ 30 წლის წინ სექსუალურ შევიწროებას ჰქონდა ადგილი, რეპი მაშინ არასრულწლოვანი იყო. ორგზის ოსკაროსანმა მსახიობმა აღნიშნულზე განცხადება გააკეთა, რეპს მოუბოდიშა და მომხდარი „სავარუდოდ მთვრალი კაცის ქცევას“ დააბრალა, ასევე აღიარა, რომ გეია. რამდენიმე დღეში სპეისის წინააღმდეგ კიდევ ორმა იმავე შინაარსის ბრალდებამ გაიჟღერა. შემდეგ კი ამ ბრალდებებს რვა ადამიანის განცხადება დაემატა, House of Cards-ის სამუშაო ჯგუფის 8 წევრი მსახიობს სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს.
ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე გავლენიანმა სააგენტომ CAA-მ მსახიობ კევინ სპეისის კონტრაქტი შეუწყვიტა. ასევე, ონლაინ სასწავლო კურსების კომპანია MasterClass-მა მას სალექციო კურსი შეუჩერა, რომლის საშუალებითაც სპეისი სტუდენტებს ლექციებს უკითხავდა. კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის მსახიობს აღარ გადაეცემა ემის საპატიო ჯილდოც. კევინ სპეისის გარეშე გამოვა House of Cards-ის ფინალური სეზონიც. კევინ სპეისის გარშემო ატეხილი სკანდალის გამო, Netfilx-ის გადაწყვეტილებით, სერიალი აღარ გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები






