„დღეს, კომუნიზმის მსხვერპლთა ეროვნული დღეა. 100 წელი შესრულდა რუსეთში ბოლშევიკური რევოლუციის მოხდენის დღიდან. ბოლშევიკურმა რევოლუციამ გამოიწვია საბჭოთა კავშირის შექმნა და რეპრესიული კომუნიზმის ბნელი ათწლეულები, ეს არის პოლიტიკური ფილოსოფია, რომელიც შეუთავსებელია თავისუფლებასთან, კეთილდღეობასთან და ადამიანის სიცოცლის მიმართ ღირსეულ დამოკიდებულებასთან“- ნათქვამია მიმართვაში.
„გასულ საუკუნეში კომუნისტურმა ტოტალიტარულმა რეჟიმებმა მთელ მსოფლიოში 100 მილიონი ადამიანი მოკლეს და უამრავი ადამიანი კი ექსპლუატაციას, ძალადობას და ენით აუწერელ განდგურებას დაექვემდებარა.
ეს მოძრაობები გათავისუფლების ცრუ საბაბით, ადამიანებს ართმევდნენ ღმერთისგან მინიჭებულ უფლებებს: რელიგიური თავისუფლების, შეკრების თავისუფლების და უამრავ სხვა უფლებებს, რომელსაც ჩვენ ვფლობთ.“- აღნიშნულია ტექსტში.
ასევე მიმართვაში აღნიშნულია, რომ 7 ნოემბერი არის თარიღი, როდესაც უნდა გავიხსენოთ, ის ადამიანები, რომლებიც კომუნიზმის გამო დაიღუპნენ ან აგრძელებენ ტანჯვას. როგორც მიმართვაშია ნათქვამი ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ადასტურებს თავის მტკიცე გადაწყვეტილებას ანათებდეს თავისუფლება ყველასთვის, ვინც ილტვის უფრო ნათელი, თავისუფალი მომავლისკენ.
მასალის გამოყენების პირობები






