პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც 5 წლის წინ დევინ კელი დააკავეს აცხადებდნენ, რომ ის წარმოადგენდა საფრთხეს გარშემომყოფებისთვის და საკუთარი თავისთვის.
კელი მეუღლისა და შვილად აყვანილი ბავშვის ცემის გამო, სამხედრო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით იძულებით მკურნალობაზე იქნა გაგზავნილი. განაჩენამდე ორი წლით ადრე ის სამხედრო ავიაბაზაზე სამხედრო სამსახურში მოეწყო. პოლიციის ანგარიშში ნათქვამია, რომ დევინ კელი ფიზიკური ძალადობით სამხედრო მეთაურებსაც ემუქრებოდა.
ოფიციალური პირების განცხადებით, კელის ცეცხსასროლი იარაღის ფლობის უფლება ჩამორთმეული ქონდა. თუმცა მან ყალბი დოკუმენტაციით იარაღის შეძენა მაინც შეძლო.
გავრცელებული ინფორმაციით, დევინ კელი ბაპტისტურ ეკლესიაში თავდასხმამდე 5 დღით ადრეც იმყოფებოდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ თავდასხმის დროს ის ეკლესიაში მყოფ ხალხს, მათ შორის ბავშვებსაც, დამიზნებით ესროდა.
დევინ კელიმ სროლა მხოლოდ მაშინ შეწყვიტა, როდესაც ეკლესიაში მეზობლად მცხოვრებმა სტივენ უილფორდმა შემოირბინა და კელის სროლა დაუწყო. უილფორდმა კელი დაჭრა და შენობის დატოვება აიძულა. როდესაც კელი თავისი ავტომობილით გაქცევას ცდილობდა, უილფორდი მას ჯონი ლანგენდორფთან ერთად ავტომობილით გაეკიდა. ისინი კელის პიკაპს იმ დრომდე მისდევდნენ, ვიდრე კელის ავტომობილმა მართვა არ დაკარგა და თხრილში არ ჩავარდა.
კელი ავტომობილში უკვე მკვდარი აღმოაჩინეს. პოლიციის ინფორმაციით მან სიცოცხლე თავში გასროლით დაასრულა.
მასალის გამოყენების პირობები






