უკრაინამ შესაძლოა, რუსეთთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტოს
მსოფლიო - 10:39, 08 Nov, 2017     3305
16 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა რადამ მეორე მოსმენით უნდა განიხილოს დონბასის რეინტეგრაციის კანონპროექტი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კანონპროექტს დაემატება პუნქტი, რომელშიც რუსეთთან დიპლომატიური კავშირის გაწყვეტაზეა საუბარი. შესაბამისი ცვლილება საკანონმდებლო ორგანოში „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ დეპუტატმა ივან ვინიკმა შეიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს, უკრაინის ოფიციალურ პირებს ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებიათ.

რუსულ მედიას კანონპროექტის ავტორის კომენტარიც მოჰყავს, საცად ივან ვინიკი საკანონმდებლო ცვლილების მოტივზე საუბრობს:

„დონბასის რეინტეგრაციის კანონში, რომელიც რადამ მეორე მოსმენით უნდა განიხილოს, რუსეთი აღიარებული იქნება, როგორც აგრესორი ქვეყანა, ვიმედოვნებ რომ საკმარისი ხმები მოგროვდება. ამის შემდეგ კი დიპლომატიური ურთიერთობების გაგრძელება, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინიტროს მხრიდან უკვე დანაშაული იქნება, ეს ურთიერთობები ფაქტობრივად ისედაც გაწყვეტილია, ჩვენ გვჭირდება რომ ეს საკანონმდებლო დონეზე დავაფიქსიროთ.“- აცხადებს ივან ვინიკი.

კანონის მიღების შემთხვევაში, შემდეგი ეტაპი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბრძანება უნდა გახდეს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, რომლის შემდეგაც რუსეთი და უკრაინა შესაბამის დიპლომატიურ სამსახურებს დახურავენ. ორ ქვეყანას შორის შუამავლის როლს სავარაუდოდ ბელორუსი ან შვეიცარია შეასრულებს. შვეიცარია მედიატორის ფუნქციას ასრულებს საქართველო-რუსეთს შორის, ბელარუსი კი უკრაინის კრიზისის დროს, 2015 წელს ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა იყო, სადაც მინსკის შეთანხმებას მოეწერა ხელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42