იანვარ-ოქტომბერში, საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში 61 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:04, 07 Nov, 2017     1153
იანვარ-ოქტომბერში, საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში 61 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული.

"2017 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 61 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 59%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 134,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 52%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 41% (6 086 733), რუსეთი - 87% (38 355 125), უკრაინა - 48%(6 237 652), პოლონეთი - 18% (2 151 342), ლატვია - 31% (1 279 718), ბელარუსი - 42% (1 318 852), აშშ - 68% (394 464), გერმანია - 57% (367 342), ისრაელი - 149% (180 824), საფრანგეთი - 187% (98 194), აზერბაიჯანი 76% (102 342) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი - 38355125, უკრაინა - 6237652, ჩინეთი - 6086733, ყაზახეთი - 2671845 და პოლონეთი 2151342 ბოთლი.

ამასთან, მსოფლიოს 22 ქვეყანაში ექსპორტირებულია 13630421 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 91%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 29,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 83%-ს აღწევს.

საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 219 183 ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 198% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 664,6 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 154%-ს მიაღწია.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 222,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 50% შეადგინა"- აღნიშნულია სოფლის მეურნეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42