კევინ სპეისი და ჰარვი ვაინშტაინი "სექსუალური დამოკიდებულების" მკურნალობის კურსს ერთ კლინიკაში გადიან
მსოფლიო - 11:51, 07 Nov, 2017     2518
სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულების შემდეგ მსახიობი კევინ სპეისი არიზონაში მდებარე კლინიკაში "The Meadows"-ში, „სექსუალური დამოკიდებულების“ მკურნალობის კურსს გადის. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. თავად მსახიობის წარმომადგენლები ამ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.

როგორც Daily Mail-ი წერს, სპეისი კლინიკაში გასულ კვირას ჩავიდა, ამავე ცენტრში გადის მკურნალობას პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინიც, რომელსაც ასევე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

ელიტარულ სარეაბილიტაციო ცენტრში არის საცურაო აუზი, ფიტნეს ცენტრი, დასასვენებელი ადგილები. პაციენტებს შეუძლიათ იოგით დაკავდნენ, ცხენებით ისეირნონ, ჩაიტარონ აკუპუნქტურის მეთოდით მკურნალობა და სხვა. რეაბილიტაციის კურსი 45 დღეს მოიცავს , გადასახადი კი თვეში 36 ათასი დოლარია.

ცოტა ხნის წინ „ოსკარის“ მფლობელი რიჩარდ დრეიფუსის ვაჟმა, ჰარიმ კევინ სპეისის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტზე ისაუბრა. ჰარი დრეიფუსის თქმით, 2008 წელს , როდესაც ის 18 წლის იყო კევინ სპეისისთან ერთად სპექტაკლზე მუშაობდა. მისი თქმით სპეისი მის სექსუალურ შევიწროვებას ცდილობდა. ჰარი დრეიფუსის თქმით, ადრე ის ამ შემთხვევას უმნიშვნელოდ თვლიდა, მაგრამ სხვა ადამიანების აღიარების შემდეგ, მან აზრი შეიცვალა.

ორგზის ოსკაროსანი კევინ სპეისის სკანდალი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო , როცა მსახიობმა ენტონი რეპმა განაცხადა, რომ სპეისის მხრიდან მის მიმართ 30 წლის წინ სექსუალურ შევიწროებას ჰქონდა ადგილი, რეპი მაშინ არასრულწლოვანი იყო. ორგზის ოსკაროსანმა მსახიობმა აღნიშნულზე განცხადება გააკეთა, რეპს მოუბოდიშა და მომხდარი „სავარუდოდ მთვრალი კაცის ქცევას“ დააბრალა, ასევე აღიარა, რომ გეია. რამდენიმე დღეში სპეისის წინააღმდეგ კიდევ ორმა იმავე შინაარსის ბრალდებამ გაიჟღერა. შემდეგ კი ამ ბრალდებებს რვა ადამიანის განცხადება დაემატა, House of Cards-ის სამუშაო ჯგუფის 8 წევრი მსახიობს სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს.

ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე გავლენიანმა სააგენტომ CAA-მ მსახიობ კევინ სპეისის კონტრაქტი შეუწყვიტა. ასევე, ონლაინ სასწავლო კურსების კომპანია MasterClass-მა მას სალექციო კურსი შეუჩერა, რომლის საშუალებითაც სპეისი სტუდენტებს ლექციებს უკითხავდა. მსახიობს აღარ გადაეცემა ემის საპატიო ჯილდოც.

რაც შეეხება ვაინშტაინს რამდენიმე კვირის წინ გამოცემა New York Times-მა გამოაქვეყნა გამოძიების შედეგები, რომელშიც საუბარი იყო პროდიუსერის მხრიდან სექსუალური ზეწოლის ფაქტებზე. გამოცემის ინფორმაციით ვაინშტაინი ათწლეულების განმავლობაში კარიერული წინსვლის დაპირებით, ქალებს სექსუალურად ავიწროებდა. ამასთან დაკავშირებით ისაუბრეს ისეთმა ცნობილმა მსახიობებმა, როგორებიც არიან გვინეტ პელტროუ, ეშლი ჯადი, ანჯელინა ჯოლი, კეიტ ბეკინსეილი და სხვები. ამ სკანდალის გამო ვაინშტეინი The Weinstein Co--დან გაუშვეს და აშშ-ის კინოაკადემიიდან გააძევეს.

თავად პროდიუსერის თქმით, მას სხვებისთვის „საკმაო ტკივილი“ აქვს მიყენებული, თუმცა მის მიმართ ბევრ ბრალდებას ვაინშტაინმა „შეგნებული ტყუილი“ უწოდა. მისმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ის უპირობოდ უარყოფს ნებისმიერი ბრალდებას თანხმობის გარეშე სექსთან დაკავშირებით“ და იმ ქალებთან ურთიერთობაში, რომლებიც ვაინშტაინს შევიწროებაში ადანაშაულებენ, არანაირ ძალადობრივ აქტს ადგილი არ ქონია.

ვაინშტაინის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება უკვე წარმოებს დიდ ბრიტანეთსა და ლოს ანჯელესში.

ფილმებს, რომლის წარმოებაშიც ვაინშტაინი იყო ჩართული ოსკარის 300-ზე მეტი ნომინაცია და 81 პრემია აქვთ მოპოვებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42