ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო პოლონეთის ეკონომიკურ ფორუმზე დააჯილდოვეს
ბიზნესი & ეკონომიკა - 21:33, 06 Nov, 2017     1170

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ქვეყნის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პოლონეთის ეკონომიკურ ფორუმზე დააჯილდოვეს. ,,ინოვაციების დაჯილდოება 2017“- ის სპეციალური ჯილდო სააგენტოს თავმჯდომარეს გიორგი ზვიადაძეს გადაეცა.

ვარშავაში ემირატებისა და ევროპის ბიზნესგანვითარების კლასტერის, ევროპის მწვანე ტექნოლოგიების ალიანსისა და საინვესტიციო მომსახურების სააგენტოს თანაორგანიზებით გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საინვესტიციო მომსახურების ცენტრს შორის თანამშრომლობის მთავარი მიმართულება სტარტაპების მხარდაჭერა და განვითარებაა.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ზვიადაძე პოლონეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ფორუმის ფარგლებში განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა თანამედროვე ტექნოლოგიების გადაცემა (ტრანსფერი), ელექტრომობილების განვითარება, სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და სხვა.

ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა მიიღეს პოლონეთისა და მისი პარტნიორი ქვეყნების ფინანსური და ეკონომიკური ინსტიტუტების, სამთავრობო სააგენტოების, საინვესტიციო და ბიზნესკომპანიების, ადგილობრივი ხელისუფლების, პოლონეთის რესპუბლიკაში სხვადასხვა ქვეყნების აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42