აშშ VS ჩრდილოეთ კორეა - რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ფხენიანში აშშ-ს სამხედრო ოპერაციას
მსოფლიო - 17:43, 06 Nov, 2017     3317
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით იაპონიას ჩრდილოეთ კორეის რაკეტების ჩამოგდება აშშ-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებით შეუძლია. აღნიშნული განცხადება დაადასტურა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემაც და აღნიშნა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში მისი ქვეყნის თავდაცვის ძალები ამ რაკეტების მოხსნას შეძლებენ.

ორშაბათს იაპონიაში მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა რომ სინზო აბეს ხელისუფლება აშშ-ისგან დიდი რაოდენობით იარაღს შეიძენს. პრეზიდენტის თქმით, მსგავსი შესყიდვები იაპონიის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ამავდროულად პენტაგონი აცხადებს რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საფრთხის მთლიანად აღმოფხვრა მხოლოდ ამ ქვეყანაზე სახმელეთო შეტევით არის შესაძლებელი. ეს განცხადება გაკეთდა კონტრ ადმირალ მაიკლ დუმონის მიერ კონგრესმენ ტედ ლუს კითხვის პასუხად.

კონტრ-ადმირალის თქმით, ასეთი ოპერაციის შესაძლო დანაკარგების მიახლოებითი შეფასებაც კი ძალიან ძნელია.

„ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის აბსოლუტურად ყველა კომპონენტის გამოვლენისა და განადგურების ერთადერთი გზა სახმელეთო შეჭრაა“- განაცხადა მაიკლ დუმონმა.

კონტრ-ადმირალმა აღწერა ამგვარი ოპერაციის შესაძლო რისკები, მათ შორის ბირთვული კონტრშეტევის ალბათობა, რომელიც შესაძლოა ჩრდილოეთ კორეამ განახორციელოს იმ დროს, როდესაც ამერიკული ძალები ბირთვული არსენალის განადგურებით იქნებიან დაკავებულნი. მაიკლ დუმონმა დასძინა, რომ ამგვარი ოპერაციის დეტალური განხილვა დახურულ რეჟიმში უნდა განხორციელდეს.

დემოკრატ კონგრესმენ ტედ ლუს განცხადებაში ნათქვამია, რომ კონტრ-ადმირალ დუმონის სიტყვები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ კორეასთან სამხედრო კონფლიქტმა შესაძლოა არა ასობით ათასი , არამედ მილიონობით მსხვერპლი გამოიწვიოს.

„ანალიზმა დაადასტურა დიდი ხნის წინ ცნობილი ფაქტი: ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ საომარი ოპერაციების კარგი ვარიანტები არ არსებობს“- აცხადებს ტედ ლუ.

დონალდ ტრამპის ამჟამინდელი აზიური ტურნე ყველაზე ხანგრძლივია ბოლო 25 წლის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტების ტურნეებს შორის. ტურნე ჩრდილოეთ კორეასთან მაღალი დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს. მიმდინარე წელს ტრამპმა გააკეთა განცხადება, რომ თუ შეერთებულ შტატებს მოუწევდა ჩრდილოეთ კორეისგან საკუთარი თავის ან მოკავშირების დაცვა, მაშინ აშშ-ის არჩევანი აღარ დარჩება გარდა იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეა სრულად გაანადგუროს.

„პრეზიდენტმა უნდა შეწყვიტოს მსგავსი პროვოკაციული განცხადებებით გამოსვლა, რომელიც ხელს უშლის ჩვენს დიპლომატებს და საფრთხის ქვეშ აყენებს ამერიკელი სამხედროების სიცოცხლეს.“ განაცხადა მაშინ კონგრემენმა ლუმ.

კონტრ ადმირალის წერილში ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კორეის საკითხის გადაწყვეტაში შტაბების ხელმძღვანელების გაერთიანებული კომიტეტი მართებულად დიპლომატიურ გზას და ფხენიანზე ეკონომიკურ ზეწოლას მიიჩნევს. მისი თქმით საომარი კონფლიქტის შესაძლო მსხვერპლთა რაოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად მასირებული იქნება ჩრდილოეთ კორეის შეტევა სეულზე, რომელიც საზღვრიდან მხოლოდ 56 კმ-ში მდებარეობს, ასევე იმაზეც, მიიღიებენ თუ არა აშშ და მისი მოკავშირეები თავდასხმის შესახებ ადრეულ გაფრთხილებას.

შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტი ასევე ვარაუდობს იმასაც, რომ ჩრდილოეთ კორეამ, არსებული აკრძალვების მიუხედავად, შესაძლოა ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღი გამოიყენოს.

მომზადებულია BBC-ის რუსული რედაქციის მიხედვით





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42