ჯგუფი "არტ-გენი", რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს ქართული ფოლკლორის და სხვადასხვა ძირძველი ტრადიციების მოძიება და მათი პოლულარიზაცია, წარმოგიდგენთ ფესტივალ "არტ-გენი 2013".
"არტ-გენი" ყოველწლიურად ირჩევს ძირითად თემას. წელს, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასთან ერთად, ფესტივალი "არტ-გენი 2013" ეძღვნება ქართულ პოლიფონიას და მრავალხმიანობას.
"არტ-გენი 2013"-ის რეგიონალური ფესტივალი დაიწყო 4 ივლისს, თელავში, ნადიკვარის პარკში, ხოლო 7-ში მარტვილში, სოფელ სალხინოში სადაც წარმოდგენილი იქნა საქართველოს რეგიონები.
ფესტივალის დასკვნით ნაწილს, ტრადიციულად, საქართველოს დედაქალაქი უმასპინძლებს. 14-21 ივლისს, ეთნოგრაფიულ მუზეუმში თავს მოიყრის ხალხური რეწვის, ფოლკლორის, ქორეოგრაფიისა და ზეპირსიტყვიერების ოსტატები საქართველოს ყველა კუთხიდან. ფესტივალის სტუმრების რაოდენობა დიდი და მრავალფეროვანია. განსაკუთრებულ ყურადღებას სარდინიული პოლიფონიური ჯგუფი "Tenores Di Bitti"იმსახურებს.
ფესტივალის გენერალური სპონსორია ბანკი კონსტანტა;
სპონსორი - აფთიაქი "ფარმადეპო".
ფესტივალის მხარდამჭერები: კულტურის და ძეგლთა დაცვისა სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია. ტელეკომპანია "რუსთავი 2"
ფესტივალის პარტნიორები: გ. ჩიატაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ. რადიო "უცნობი", რადიო "არ დაიდარდო", საკაბელო ქსელი "სილკნეტი"
მასალის გამოყენების პირობები






