1. იდეოლოგიური ლიდერი
ძალიან უნდა ეცადონ, რომ თქვენი პროვოცირება მოახდინონ. თქვენ ზუსტად იცით რისი მიღწევა გსურთ და როგორ. თქვენ არ გაშინებთ ბევრი მუშაობა, თუ თვლით, რომ ეს თქვენი წარმატებისთვისაა საჭირო. თქვენ გჯერათ რომ საზოგადოებრივი სიკეთე უფრო მაღლა დგას ვიდრე პირადი. ნამდვილი ლიდერის თვისებების გამო თქვენ პატივს გცემენ და გაფასებენ გარშემომყოფები.

2. კომპანიის სული და გული
თქვენი კეთილგანწყობა და პოზიტიური დამოკიდებულება გეხმარებათ გახსნათ კარი, რომელიც სხვებისთვის დაკეტილია. თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ცხოვრება. თქვენ ადვილად შედიხართ კონტაქტში და ახალი ნაცნობების მოხიბვლას მომენტალურად ახერხებთ.

3. იდეების გენერატორი
თქვენ ნათელი, მაგრმ ცოტა კონფლიქტური ადამიანი ხართ. თქვენ პრობლემების გადაჭრის არასტანდარტული მეთოდები გაქვთ და წუთში მილიონობით ახალი იდეა. თქვენი ენერგია უზღვავია, მაგრამ არა ხანგრძლივი. თქვენ უჰნდა მოერიდოთ ერთფეროვანი სამუშაოს შესრულებას, რადგან ეს თქვენ მოსაწყენ და უინიციატივვო შემსრულებლად გაქცევთ. ყველაფერი რაც ბედნიერებისთვის გჭირდებათ - მუდმივად ცვალებადი გარემო და ახალი შთაბეჭდილებებია.

4. ემპათიური და ესთეტი
თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც გარემომცველი სამყაროს სილამაზითაა მოხიბლული და ხელოვნების დამფასებუელია, მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობის დამყარებას გვიან და ძნელად ახერხებთ. თქვენ გრძნობების საჯაროდ გამოხატვას თავს არიდებთ, იმის მიუხედავად რომ მცირედ საწყენ თუ უხერხულ მომენტსაც მძაფრად განიცდით. ვერ ვითყვით, რომ ბევრი მეგობარი გყავთ, სამაგიეროდ მცირერიცხოვან რჩეულებთან მყარი და სანდო ურთიერთობა გაკავშირებთ. ბავშვებს და ცხოველებს ძალიან უყვარხართ.

მასალის გამოყენების პირობები






