ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე გავლენიანმა სააგენტომ CAA-მ მსახიობ კევინ სპეისის კონტრაქტი შეუწყვიტა. ეს გადაწყვეტილება კომოანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც სპეისის რამდენიმე ადამიანმა სექსუალურ შევიწროებაში ბრალი დასდო.
ასევე, ონლაინ სასწავლო კურსების კომპანია MasterClass-მა მას სალექციო კურსი შეუჩერა, რომლის საშუალებითაც სპეისი სტუდენტებს ლექციებს უკითხავდა.
სკანდალის აგორების შემდეგ, Netflix-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ House of Cards-ის მეექვსე სეზონში სპეისიმ მონაწილეობა აღარ მიიღოს. ასევე მსახიობს აღარ გადაეცემა ემის საპატიო ჯილდო.
რამდენიმე საათის წინ CNN-მა ახალი ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვიტაც პოპულარული სერიალის House of Cards-ის სამუშაო ჯგუფის 8 წევრი მსახიობს სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს.
სკანდალი გასული კვირის ბოლოს დაიწყო, როცა მსახიობმა ენტონი რეპმა განაცხადა, რომ სპეისის მხრიდან მის მიმართ 30 წლის წინ სექსუალურ შევიწროებას ჰქონდა ადგილი, რეპი მაშინ არასრულწლოვანი იყო. ორგზის ოსკაროსანმა მსახიობმა აღნიშნულზე განცხადება გააკეთა, რეპს მოუბოდიშა და მომხდარი „სავარუდოდ მთვრალი კაცის ქცევას“ დააბრალა, ასევე აღიარა, რომ გეია. რამდენიმე დღეში სპეისის წინააღმდეგ კიდევ ორმა იმავე შინაარსის ბრალდებამ გაიჟღერა. დღეს კი ამ ბრალდებებს რვა ადამიანის განცხადება დაემატა.
მასალის გამოყენების პირობები






