ოთახი 30 მეტრის სიგრძისა და 2 მეტრის სიმაღლისაა და პირამიდის ცენტრში მდებარეობს. ოთახში შესასვლელის ადგილმდებარეობა ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია რა დანიშნულება აქვს მას და რა ინახება საიდუმლო სათავსოში.
ასევე აღმოჩენილია პატარა სათავსო პირამიდის ერთერთ გვერდთან ახლოს.
"როდესაც ხელსაწყოზე ეს სიცარიელე დავინახეთ, რომელიც ფარაონ ხეოფსის აკლდამის თავზე მდებარეობს, მივხვდით, რომ შესაძლოა პირამიდის ერთერთ საიდუმლოს მივაგენით," - აცხადებენ მეცნიერები.
როგორც ცნობილია ფარაონისა და მისი მეუღლის მუმია პირამიდაში, რომელსაც მე-9 საუკუნიდან იკვლევენ, დღემდე ვერ აღმოაჩინეს. ივარაუდება, რომ ისინი პირამიდის მძარცველებმა ჯერ კიდევ ძველეგვიპტურ ხანაში გაიტაცეს, თუმცა, მეცნიერების ნაწილი თვლის, რომ შესაძლოა მუმიები პირამიდის სქელ კედლებშია დამალული.
უკვე ორი წელია, პროექტ ScanPyramids-ის ფარგლებში, ნაგოიის, პარიზისა და ქაიროს უნივერსიტეტები პირამიდას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით იკვლევენ, რათა ათასწლეულების საიდუმლო ამოხსნან.
მასალის გამოყენების პირობები






