საქართველოში ექსპორტის საკრედიტო სააგენტო იქმნება
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:47, 02 Nov, 2017     985
დღეს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს შექმნის შესახებ. კანონპროექტის თანახმად, საპარტნიორო ფონდს საშუალება ექნება დააფუძნოს სააგენტო, რომელმაც პროდუქციის ან მომსახურების ექსპორტის ტრანზაქციებთან დაკავშირებული რისკები უნდა დააზღვიოს.

სააგენტო ხელს შეუწყობს საკრედიტო რისკების დაზღვევით, ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზებითა და, ზოგადად, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლოებით საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდას და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. სააგენტოს დახმარებით ექსპორტიორები გადაწყვეტენ მათ წინაშე მდგარ ძირითად პრობლემებს, კერძოდ, შეძლებენ საერთაშორისო სავაჭრო ტრანზაქციებთან დაკავშირებული რისკების დაზღვევას და საბრუნავი კაპიტალის ნაკლებობის სწრაფ აღმოფხვრას. სააგენტო აღნიშნული მიზნით შესთავაზებს ექსპორტიორ კომპანიებს საექსპორტო დაზღვევას და ასევე გარანტიებს, რომლებიც დამატებითი უზრუნველყოფის როლს შეასრულებენ კომერციული ბანკებიდან საბრუნავი სახსრების მოზიდვის დროს.

„საქართველოს ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს“ აქციათა 100%-იანი წილის მფლობელი სს „საპარტნიორო ფონდი“ იქნება. სააგენტოს კაპიტალის სახით, ფონდი პირველი სამი წლის განმავლობაში, 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას მოახდენს. საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ, სამი თვის ვადაში მოხდება სააგენტოს დაფუძნება, რის შემდგომაც ის სადაზღვევო ლიცენზიას მიიღებს და მასზე სადაზღვევო რეგულაცია გავრცელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42