აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა "ალ ქაიდას" ლიდერის, მსოფლიოს ყოფილი N1 ტერორისტის, უსამა ბინლადენის პერსონალურ კომპიუტერში აღმოჩენილი ფაილების მორიგი პორცია გამოაქვეყნა. კომპიუტერი სპეცსამსახურებმა პაკისტანში ტერორისტების ლიდერის განადგურების შემდეგ მოიპოვეს.
CIA-ს საიტზე გამოქვეყნებულ მასალებს შორისაა ბენ ლადენის პირადი დღიური, მისი გამოსვლების ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, ოჯახური ვიდეოები, მულტფილმები და YouTube-ს ვირუსული ვიდეორგოლები.
სპეცსამსახურის განცხადებით, ზოგიერთი მასალა არ იყო გამოქვეყნებული, რადგან ისინი აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნიდნენ საფრთხეს. ასევე არ გამოქვეყნდა დაზიანებული ფაილები, საავტორო უფლებების დამრღვევი ფაილები და პორნოგრაფიული ხასიათის შემცველი მასალები.
უწყება ტერორისტების ლიდერის მასალას უკვე მეოთხედ აქვეყნებს. 2 ნოემბერს გამოქვეყნდა 18 000-მდე დოკუმენტი, 79000 აუდიო და 10 000 ვიდეოფაილი.
სულ დღევანდელ დღემდე CIA-მ 470 000 ფაილი გამოაქვეყნა. მათი აზრით, ამერიკელებს უნდა ჰქონდეთ ნათელი წარმოდგენა, თუ რას წარმოადგენდა ეს პიროვნება და რა მიზნები და იდეები ამოძრავებდა მას.
მასალის გამოყენების პირობები






