რამდენიმე ხნის წინ ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ისტორიული თვალსაზრისით მართებული იქნებოდა მისი დასაფლავება, თუმცა, ეს გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინმა უნდა მიიღოს.
"გვეყო ოქტომბრის რევოლუციის შემოქმედის გვამის ყურება," - აცხადებს კადიროვი.
ამ თემაზე თავისი მოსაზრება გამოთქვა ადამიანის უფლებათა საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ ფედოტოვმა. იგი წინააღმდეგია ლენინის დამარხვის და მავზოლეუმის მუზეუმად გადაკეთებას ემხრობა.

"დადგა დრო, რომ მავზოლეუმის პრობლემა გადავწყვიტოთ, მაგრამ არა რადიკალური ფორმით. ის მუზეუმად უნდა გადავაკეთოთ. პარიზში არის "ინვალიდების სასახლე", სადაც არის ნაპოლეონის საფლავი. ის მუზეუმია და არა თაყვანისცემის ადგილი. არავის მოაქვს მის საფლავზე ყვავილები. მავზოლეუმიც მუზეუმად უნდა გადავაკეთოთ.
არაფრის შეცვლა არ არის საჭირო, ეს იქნება მუზეუმი, სადაც იდგება ბილეთების გამყიდველი, შემდეგ იქნება ექსპოზიცია, სადაც დამთვალიერებლები მავზოლეუმის შექმნის ისტორიას გაეცნობიან, ასევე ცალკე იქნება ბალზამირების ისტორიისადმი მიძღვნილი ექსპოზიციაც. მავზოლეუმს ბევრი ტურისტი ეწვევა, ფულსაც გადაიხდიან და არც თაყვანისცემის ადგილი არ იქნება," -აცხადებს ფედოტოვი.
საზოგადოებრივი პალატის ხელმძღვანელი ვალერი ფადეევი მიიჩნევს, რომ ლენინის მუმიისა და მავზლეუმის ბედი მას შემდეგ უნდა გადაწყდეს, როცა რუსები გააცნობიერებენ, თუ რა მოხდა 1917 წლიდან 1991 წლამდე, როდესაც ქვეყნაში საბჭოთა წყობილება დამყარდა.
"უნდა გავაცნობიეროთ, რა მოხდა ამ 70 წლის განმავლობაში და მერე გადავწყვიტოთ, დავმარხოთ ლენინი, თუ ძეგლი დავუდგათ მას," - აცხადებს ფადეევი.
იგი არც იმას მიიჩნევს დიდ ცოდვად, რომ ლენინის ცხედარი საყოველთაოდ არის გამოფენილი - მისი აზრით, ეს ერთგვარი ანალოგია წმინდანების წმინდა ნაწილებისა.
(ნაპოლეონის საფლავი პარიზში)
მასალის გამოყენების პირობები






