განხეთქილება აფხაზეთის ეპარქიაში და კრემლის ორმაგი თამაში - ,,საქართველოს ეკლესია არ უნდა გახდეს მსხვერპლი რუსეთთან პირისპირ დარჩენით“
პოზიცია - 17:45, 02 Nov, 2017     2845
განხეთქილება ოკუპირებული აფხაზეთის ეპარქიაში და რუსეთის ორმაგი თამაშები. რუსული ეკლესია საქართველოს ეკლესიას აფხაზეთის პრობლემის ერთობლივ მოგვარებას სთავაზობს. ეს საუბარი საქართველოს პატრიარქთან რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლი ვიზიტისას გაიმართა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რუსეთის პატრიარქისგან მიწვევა მიიღო. უწმინდესი რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად მიიპატიჟეს.

გზავნილი კათალიკოსს პირადად რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა გადასცა, რომელიც ამისთვის ერთი დღით თბილისში იმყოფებოდა. აუდიენციაზე საუბარი შეეხო ოკუპირებული აფხაზეთის საკითხსაც. რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი და რომელმაც საქართველოს ეს ორი უძველესი მიწა დამოკუდებელ რესპუბლიკებად აღიარა.

“მინდა რუსეთის პატრიარქ კირილესგან მოკითხვა გადმოგცეთ, მან ასევე მთხოვა გადმომცა თქვენთვის რომ გელოდებათ რუსეთში, დიდი სიყვარულით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქობის აღდგენის 100 წლის იუბილეზე. იმედი გვაქვს რომ თქვენ და თქვენი დელეგაციის წევრებს ამ დღესასწაულზე გიხილავთ. ჩვენ მოვიწვიეთ სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები და უმრავლესობისგან დადებითი პასუხი მივიღეთ. 4 დეკემბერს მაცხოვრის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინება.

აფხაზეთში ახალი არაფერია. ის ჯგუფი, რომელმაც დაიპყრო ახალი ათონის მონასტერი და თავი გამოაცხადა თითქმის ავტოკეფალურ ეკლესიად პოზიციებს ისევ ინარჩუნებს. დიახ მათ შორის მოხდა განხეთქილება. ეს ჯგუფი ახლა მოიხსენიებს მსოფლიო პატრიარქს და მათ თავი მიტროპოლიტად გამოაცხადეს, უნდა ვიფიქროთ როგორ დავარეგულიროთ სიტუაცია. უწმინდეს პატრიარქ კირილესთან თქვენს ბოლო შეხვედრაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ აფხაზეთში არსებულ სიტუაციაზე სამსჯელოდ სამუშაო ჯგუფს შევქმნიდით, ჩვენ მზად ვართ შევუდგეთ მუშაობას, იმიტომ რომ იქ ბევრი პრობლემაა, რაც გადაჭრას საჭიროებს. თქვენ როგორ ფიქრობთ რამდენი ადამიანი უნდა იყოს ამ ჯგუფში. ალბათ 2-3 საკმარისი იქნება. ველოდებით თქვენს პასუხს,”-განაცხადა ილარიონ ალფეევმა.

ილია მეორის განცხადებით, ის დაესწრება დღესასწაულს, თუკი მას ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს.

„მივიღე თქვენი მოწვევა, თუკი ჯანმრთელობა შემიწყობს ხელს დავესწრები დღესასწაულს. ჩვენ აფხაზეთიდან გვყავს ეპისკოპოსი გრიგორი კაცია. აფხაზეთში კი არის პიროვნება, ისიც გვარად კაციაა. ის რელიგიურ ორგანიზაციებთან, პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობას ხელმძღვანელობს. შეიძლებოდა მისი იქ გაგზავნა. ზოგიერთები გამოთქვამენ ასზრს რომ როგორმე უნდა დავარეგულიროთ სიტუაცია აფხაზეთში.

მე მიყვებოდნენ რომ მოხდა განხეთქილება ამ ჯგუფსა, ბესარიონ აპლიასა და სხვებს შორის. სწორედ ამიტომ უნდა ვიჩქაროთ, დავარეგულიროთ სიტუაცია. როგორ ფიქრობთ რამდენი ადმიანი უნდა შედიოდეს სამუშაო ჯგუფში. ვფიქრობ დიდი ჯგუფი საჭირო არ არის. ალბათ სამი ადამიანი თითო მხრიდან. ჩვენ დავფიქრდებით და პასუხს შეგატყობინებთ,“-განაცხადა ილია მეორემ.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული ეკლესიის ჯგუფის სათავეში ბესარიონ აფლია დაგას, რომელიც ცნობილია, რომ რუსეთში მიღებული პერსონაა და კრემლი სწორედ მისი მეშვეობით ცდილობა ეკონტროლებინა აფხაზეთის ეპარქია.

ამ ვითარებაში რა როლი შეიძლება შეასრულო რუსეთმა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, რთულად წარმოსადგენია. თეოლოგები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ეკლესია არ უნდა დარჩეს პირისპირ რუსეთის ეკლესიასთან და სასურველია ამ მოლაპარაკების პროცესში სხვა ეკლესიები, უპირველესად კი კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ჩაერთოს.

სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხს კრიტიკულად აფასებენ თეოლოგები:

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ასეთი ტიპის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის დროს აუცილებლად უნდა ცდილობდეს და აკეთებდეს იმას, რომ რთავდეს მოლაპარაკებებში სხვა ეკლესიების წარმომადგენლებსაც. მათ შორის აქ უმთავრესია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, სხვა საპატრიარქოს წარმომადგენელთა ჩართვა. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები უნდა ცდილობდნენ, რომ რაც შეიძლება საერთაშორისო რეზონანსი შესძინონ ასეთ საკითხებს და არ დარჩნენ მარტო რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლებთან, მსხვერპლნი არ გახდნენ,“-აცხადებს ვლადიმერ ნარსია.

მათივე თქმით, რუსეთის საპატრიარქო ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ოფიციალური მოსკოვის პოზიციებს იზიარებს, ამდენად მსგავსი პროცესები საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება.

„ყველაზე სწორი მიდგომა რუსეთის საპატრიარქოსადმი არის მასთან ევქარისტული კავშირის გაწყვეტა. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია პირდაპირ აღიარებენ, რომ ემსახურებიან რუსეთის სახელმწიფოს, აღიარებს აფხაზეთს, აღიარებს ოსეთს, იქ მუდმივად ცდილობს საკუთარი უკანონო ინტერესების გატარებას, საქართველოს ეკლესიასთან და საქართველოს სახელმწიფოს ეკლესიასთან აქვს არაქრისტიანული დამოკიდებულება. შესაბამისად ანალოგიური პასუხი უნდა იყოს გაცემული საქართველოს მხრიდან,“-განაცხადა ბექა მინდიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42