"ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად ინფლაცია 2018 წელს შემცირდება"- სებ-ის პრეზიდენტი
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:12, 02 Nov, 2017     1489

მიმდინარე წელს ინფლაციის ზრდასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი სებ-ის პრეზიდენტის განმარტებას აქვეყნებს, გვენეტაძის თქმით 2017 წელს ინფლაცია, ერთჯერადი ფაქტორების გამო, 4 პროცენტიანი მიზნობრივი მაჩვენებლის ზემოთ ნარჩუნდება თუმცა ინფლაციაზე მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად ნეიტრალურ დონემდე შემცირდება:

„ეროვნული ბანკი ყოველკვარტლურად აქვეყნებს მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს, სადაცდეტალურადაა გაწერილი ინფლაციისა და სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლებისპროგნოზები, რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებს მონეტარული პოლიტიკის ფორმირების პროცესში.

მოგეხსენებათ, რომ ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანაა შეინარჩუნოს ფასების სტაბილურობა, რაც გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისა და სტაბილური დასაქმების აუცილებელი წინაპირობაა. 2017 წელს ინფლაცია, ერთჯერადი ფაქტორების გამო, 4 პროცენტიანი მიზნობრივი მაჩვენებლის ზემოთ ნარჩუნდება. წლის პირველ ნახევარში ინფლაციას ზრდის ტენდენცია ჰქონდა და ივნისში მან 7.1 პროცენტიან მაჩვენებელს მიაღწია. ამის შემდეგ ინფლაციამ შემცირება დაიწყო და სექტემბერში 6.2 პროცენტი შეადგინა. მიმდინარე წელს ინფლაციის ზრდა მეტწილად თამბაქოს ნაწარმსა და საწვავზე ფასების ზრდას უკავშირდება, რაც აქციზის გადასახადის ზრდითა და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის მატებით არის გამოწვეული. ამ პროდუქტების ფასების ზრდის წვლილი სექტემბრის ინფლაციაში 2.5 პროცენტული პუნქტია. რადგანაც ეს ზრდა ერთჯერადი ხასიათისაა, 2018 წლის დასაწყისიდან ის ინფლაციის მაჩვენებელზე არ იმოქმედებს.

2017 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის ინდიკატორები მოსალოდნელზე უფრო მაღალ ზრდაზე მიუთითებს. ამის გამო, ეროვნულმა ბანკმა 2017 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4 პროცენტიდან 4.5 პროცენტამდე გაზარდა, რაც, ძირითადად, საგარეო სექტორის გაუმჯობესების შედეგია. მიუხედავად ამისა, მოთხოვნის მხრიდან ინფლაციაზე გავლენა კვლავ სუსტი რჩება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2017 წლის 25 ოქტომბრის სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნია პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 7.0 პროცენტზე შენარჩუნება. კომიტეტი გადაწყვეტილებას ინფლაციის პროგნოზის მიხედვით იღებს. არსებული პროგნოზით ინფლაციის წლიური მაჩვენებელი, დროებითი ფაქტორების გამო, 2017 წლის მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა დარჩება, თუმცა ამ ფაქტორების ამოწურვის შედეგად, 2018 წლის დასაწყისში იგი შემცირდება და 3 პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება. ინფლაციაზე მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად ნეიტრალურ დონემდე შემცირდება. მინდა დავამატო, რომ პოლიტიკის განაკვეთის აღწერილი პროგნოზი არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის დანაპირებს მონეტარული პოლიტიკის შემდგომ გადაწყვეტილებებზე, არამედ ის ასახავს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის საორიენტაციო ტრაექტორიას, რომელიც დღეისათვის ხელმისაწვდომი ინფორმაციასა და პროგნოზებს ეფუძნება.

ასევე მინდა განვმარტო, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი არის 3 პროცენტი საშუალოვადიან პერიოდში 2018 წლიდან. საშუალოვადიან პერიოდზე ფოკუსირებას აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ვინაიდან შოკები მუდმივად ხდება, ინფლაცია ყოველთვის განსხვავებული იქნება მიზნობრივი დონისგან, ზოგჯერ იქნება მიზნობრივზე უფრო მაღალი და ზოგჯერ მიზნობრივზე უფრო დაბალი, თუმცა ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად საშუალოვადიან პერიოდში ის ყოველთვის იმოძრავებს სამიზნე მაჩვენებელისაკენ. ამ მიდგომით, რასაც ინფლაციის თარგეთირება ეწოდება, ფასების სტაბილურობა ყველაზე დაბალი საზოგადოებრივი დანახარჯებით მიიღწევა, ხოლო გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა, სხვა ალტერნატივებთან შედარებით, ყველაზე მაღალი და სტაბილურია.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ როდესაც ვამბობთ ინფლაციის თარგეთი არის 3 პროცენტი ჩვენ არ ვგულისხმობთ ინფლაციას ნულიდან სამ პროცენტამდე, არამედ გულისხმობთ ინფლაციას 3 პროცენტთან ახლოს საშუალოვადიან პერიოდში.“- აღნიშნულია კობა გვენეტაძის განცხადებაში.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42