"თუ არ შეიქმნება ხელოვნური გრავიტაციის სისტემა, ასტრონავტები, მუდმივად უწონად მდგომარეობაში ყოფნის გამო, ვერ შესძლებენ ახლო მანძილზე მყოფი ობიექტების დანახვას, რადგან უწონადობა მათ ტვინს დააზიანებს. გარდა ამისა, მათ აღქმის უნარი დაუმახინჯდებათ, რაც უარეს შედეგს გამოიღებს," -აცხადებენ ინგლისელი მეცნიერები.
მათი აზრით, ეს იმის გამო ხდება, რომ ტვინი, უწონად მდგომარეობაში დიდი ხნის ყოფნის გამო თავის ქალის ზედა მხარეს იწევს, რაც მის ერთგვარ დაზიანებას იწვევს.
ასევე დადგენილია, რომ უწონადობა იწვევს თანდაყოლილი იმუნიტეტის დაქვეითებას, ძვლის ტვინის დაბერებას.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, მეცნიერი-ასტრონავტების აზრით, საკითხის გადაწყვეტა მარტივია - საკმარისია კოსმოსურ ხომალდზე ცენტრიფუგას დამონტაჟება, რაც ასტრონავტებს სიმძიმის ძალის შეგრძნებას მისცემდა.
მასალის გამოყენების პირობები






