ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ დრამპის ნიუ იორკის ტერაქტის ავტორის სიკვდილით დასჯას მოითხოვს. ორი დღის წინ ნიუ იორკში, მაჰეტენზე მომხდარ ტერაქტს 8 ადამიანის სიცოცლხე ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა.
სასამართლოზე უზბეკ მიგრანტს დუმილის უფლება არ გამოუყენებია, მისი განცხადებით ტერაქტი ISIS-ის სახელით მოაწყო და მას ორი თვის განმავლობაში გეგმავდა. საიპოვმა ასევე განაცხადა, რომ მეორე ტერაქტიც ჰქონდა დაგეგმილი, კერძოდ ბრუკლინის ხიდთან.
ნიუ იორკის პროკურატურამ საიპულო საიპოვს ბრალი ოფიციალურად წაუყენა. 29 წლის უზბეკი მიგრანტი მანჰეტენზე მდებარე სასამართლოში საავადმყოფოდან გადაიყვანეს.
„თავდასხმიდან 24 საათის შემდეგ საიპოვს ბრალი ორი მუხლით წავუყენეთ, ეს არის ტერორისტული ორგანიზაციის მატერიალური დახმარება და ძალადობა, რომელმაც მსხვერპლი გამოიწვია. დაკითხვის დროს საიპოვმა აღიარა, რომ თავდასხმის მოწყობისკენ „ისლამური სახელმწიფოს“ ვიდეოებმა უბიძგა. ასევე აღიარა ისიც, რომ ფურგონი 22 ოქტომბერს იქირავა იმისთვის, რომ წინასწარ ევარჯიშა. მომხდართან დაკავშირებით აქტიური გამოძიება გრძელდება, ვნახოთ როგორი იქნება საბოლოო საბრალდებო ოქმი, რომლის პუნქტების ნაწილიც შესაძლოა სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდეს“, - განაცხადა პროკურორმა ჯონ კიმიმ.
დონალდ ტრამპმა მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრისას საიპოვის გუანტანამოს ციხეში გაგზავნა არ გამორიცხა, მხოლოდ მოგვიანებით დაწერა ტვიტერზე ტრამპმა, რომ იგი ტერორისტის სიკვდილით დასჯას მოითხოვს.
ტრამპმა კონგრესს „მწვანე ბარათის“ გათამაშების შეჩერების მიზნით მუშაობის დაწყებაც დაავალა. აღსანიშნავია, რომ საიპოვი აშშ-ში ლეგალურად, სწორედ „მწვანე ბარათის“ ლატარეის მოგების შემდეგ ცხოვრობდა.
„ჩემი ადმინისტრაცია მუდმივ კონტაქტში გამომძიებლებთან, რომლებიც თავდასხმას და იმ ცხოველს სწავლობენ, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა. დღეიდან ვიწყებ „მწვანე ბარათის“ პროგრამის შეწყვეტის პროცესს, ვაპირებ კონგრესს მივმართო, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ საკითხზე მუშაობა“, - განაცხადა ტრამპმა.
მასალის გამოყენების პირობები






