ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „მწვანე ბარათის“ ლატარეის გაუქმების ინიციატივით გამოდის, მისი განცხადებით სისტემა უნდა შეიცვალოს და ხანგრძლივი ვიზები გაიცეს „რეალურ დამსახურებებზე დაფუძნებით“.
ამის შესახებ ტრამპი ტვიტერზე წერს:
„ტერორისტი ჩვენს ქვეყანაში ეგრეთ წოდებული „ვიზის მრავალჯერადი ლატარიის პროგრამით“ შემოვიდა, ჩაკ შუმერის სილამაზე, ჩვენ გვსურს ემიგრაცია რომელიც ნამდვილ დამსახურებებზე იქნება დაფუძნებული და ამაზე ვმუშაობთ, ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო მკაცრები და ჭკვიანები, არა დემოკრატიულ სალატარიო სისტემას“, - წერს ტრამპი.
ტრამპის ეს განცხადება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ნიუ იორკის ტერაქტის ავტორი ყაზახეთიდან „მწვანე ბარათის“ ლატარეის საშუალებით ცხოვრობდა აშშ-ში. ტერაქტმა მანჰეტენზე 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 11 კი დაშავდა.
მასალის გამოყენების პირობები






