„ეს კანონი ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს გავაუქმოთ საგანგებო მდგომარეობა პირველი ნოემბრიდან, ამ დოკუმენტით ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება მთლიანად უზრუნველყოფილი იქნება“- განაცხადა მაკრონმა.
პრეზიდენტის თქმით ახალი კანონი ტერორიზმთან ბრძოლის ზომების გაძლიერების საშუალებას იძლევა ადამიანთა თავშეყრის ადგილებზე.
კანონი შეიცავს საკმაოდ მკაცრ დებულებებს და შსს-ს და ადგილობრივი ორგანოების წარმომადგენლებს ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს. ახალი კანონის თანახმად პოლიციას შეუძლია ეჭვმიტანილის სახლის ჭხრეკა ჩაატაროს, ტერორისტული აქტის ჩადენის განხრახვის შესახებ ეჭვის შემთხვევაში მოახდინოს რაიონების ბლოკირება, უარი განაცხადოს მასობრივი აქციების ჩატარების ნებართვაზე, დაკეტოს ეკლესიები და მეჩეთები უსაფრთხოების მდგომარეობის დაზუსტებამდე, დააკავოს ეჭვმიტანილი პირი, ყავდეს პირი შინაპატიმრობაში ელექტრონული სამაჯურით, ამასთანავე კანონი ითვალისწინებს ჯარიმების და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სასჯელის გამკაცრებას.
მასალის გამოყენების პირობები






