„ეს სამყარო ძალიან ბინძურია ასეთი ადამიანებისთვის. ალაჰმა ინებოს, სამოთხეში შევხვდებით. ჩვენთან მიღებული არაა ცოლების ქება, მაგრამ ის ჩემი თანამებრძოლი, ერთგული მეგობარი და თანამგზავრიც იყო. ცოცხალთა სამყაროს ვერც კი წარმოუდგენია, ვინ დაკარგა“- წერს ადამ ოსმაევი და ამინა ოკუევას და ჩეჩენი მებრძოლების მეთაურის ისა მუნაევის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც 2017 წლის თებერვალში პრორუსმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში მოკლეს.
ადამ ოსმაევს და მის მეუღლეს უკრაინაში მებრძოლ მოხალისეს ამინა ოკუევას თავს 30 ოქტომბერს დაესხნენ. ამინა ოკუევა და ადამ ოსმაევი რეგიონიდან კიევში ბრუნდებოდნენ, როდესაც მათი ავტომობილი სოფელ გლევახასთან დაცხრილეს. ადამ ოსმაევი მათზე თავდასხმაში რუსულ კვალს ხედავს, ისევე როგორც დეპუტატ მოსიიჩუკის შემთხვევაში. მისი თქმით უკრაინაში გარკვეული ტერორისტული დაჯგუფება მოქმედებს, რომელიც ამ თავდასხმებს ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები






