საიფულო საიპოვი - რომელიც გუშინ ნიუ იორკში, მანჰეტენზე განხორციელებული ტერაქტის ავტორად დასახელდა, რომლმაც 8 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 11 კი დაშავდა, აქედან 2-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. საიპოვი როგორც ცნობილია ამერიკის შეერთებულ შტატებში „მწვანე ბარათის“ ლატარეის მოგების შემდეგ 2010 წელს ჩავიდა და ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრობდა.
საიპოვი 1988 წლის თებერვალში დაიბადა, იგი ოჰაიოში, ფლორიდასა და ნიუ-ჯერსიში ცხოვრობდა. ასევე ლეგალურად მუშაობდა.
ამერიკელი რელიგიური აქტივისტი და ბლოგერი მირაჰმატ მუმინოვი BBC-ის საიპოვის შესახებ უყვება, მისი თქმით თავდამსხმელი დაოჯახებულია და სამი შვილი ჰყავს. მირაჰმატის განცხადებით, საიპოვი აგრესიული აშშ-ში ჩამოსვლის შემდეგ გახდა.
ისინი ერთმანეთს ოჰაიოში შეხვდნენ:
„მას არ ჰქონდა კარგი განათლება, თავდაპირველად ის ჩვეულებრივი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა“, - იხსენებს მუმინოვი.
მისივე თქმით, საიპოვი დეპრესიული პიროვნება იყო, იგი თავის გარემოცვას გაერიდა და განსაკუთრებით ჩაიკეტა მას შემდეგ, რაც მძღოლის პოზიციაზე სამსახური ვერ იშოვა.
„თავისი რადიკალური შეხედულებების გამო, ის ხშირად ჩხუბობდა სხვა უზბეკებთან და ამიტომ ფლორიდაში გადავიდა, მას შემდეგ მასთან კონტაქტი დავკარგე“, - აცხადებს მუმინოვი.
მუმინოვის თქმით ამ დროისათვის უზბეკეთის 70 ათასი მოქალაქე ცხოვრობს აშშ-ში, უმრავლესობა ნიუ იორკში.
ერთადერთი კანონდარღვევა რაც საიპოვს უფიქსირდება, ეს გახლავთ გადაუხდელი ჯარიმა. როგორც ცნობილია, საიპოვმა არც თუ ისე კარგად იცოდა ინგლისური ენა და ჩამოსვლისთანავე დაიწყო მძღოლის თანამდებობაზე სამსახურის ძიება.
„ის ძალიან კარგი ადამიანი იყო, როცა ვიცნობდი“, - უთხრა ერთ-ერთმა უზბეკმა ემიგრანტმა გამომცემლობას. „მას მოსწონდა აშშ, მას გაუმართლა და ამბობდა, რომ ყველაფერი კარგად იყო. ის არ ჰგავდა ტერორისტს, მაგრამ მე მას კარგად არ ვიცობდი“.
საიპოვმა ავტომობილი თავდასხმამდე ერთი საათით ადრე იქირავა. თავდასხმის განხორციელების შემდეგ, მან ხალხს ცეცხლი გაუხსნა, სამართალდამცავბმა იგი მუცლის არეში დაჭრეს და მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
ამ დროისათვის სამართალდამცავები მის გაღვიძებას ელოდებიან, რათა მოხდეს საიპოვის დაკითხვა.
აღსანიშნავია, რომ საიპოვის ავტომობილში აღმოჩენილი იქნა ISIS-ის დროშა და სამი წერილი, რომელშიც საიპოვი აცხადებს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლია და „ISIS იარსებებს სამუდამოდ“.
თვითმხილველებმა ასევე თავდასხმისას გაიგეს საიპოვის სიტყვები „დიდება ალაჰს“.
მომხდარს გამოეხმაურა უზბეკეთის პრეზიდენტი და დონალდ ტრამპს გამოძიებაში დახმარება შესთავაზ. დონალდ ტრამპმა თავდამსხმელს ავადმყოფი და შეურაცხადი უწოდა და ლტოლვილთა მიღების წესების გამკაცრების განკარგულება გასცა.
მომხდარს მსოფლიო ლიდერებიც გამოეხმაურნენ და თანადგომა გამოუცხადეს ამერიკის შეერთებულ შტატებს და დაგმეს ტერორიზმი.
მასალის გამოყენების პირობები






