„მე ბართან მივედი სასმელის შესაკვეთად, კევინი მომიახლოვდა, ჩამეხუტა და მეუბნებოდა, რომ მასთან ერთად წავსულიყავი, შემდეგ ხელი ჩემს პენისს მოკიდა. მე ხელი გავაშვებინე, სასმელის ფული გადავიხადე და გავეცალე.“- აცხადებს მონტანა,
მისი თქმით კევინ სპეისი მას მაინც არ მოეშვა და ტუალეტშიც გაჰყვა:
„ტუალეტის რიგში მისი მეგობარი იდგა, მე მას ვუთხარი „დროა თქვენი ბიჭი სახლში წაიყვანოთ“ და ისინიც წავიდნენ“
დღეს გავრცელდა კიდევ ერთი მამაკაცის კომენტარი, რომელსაც პირობითად ჯონს უწოდებენ, თუმცა ეს მისი ნამდვილი სახელი არ არის. ჯონი BBC-სთან საუბრისთან აცხადებს, რომ მანაც განიცადა სექსუალური შევიწროება კევინ სპეისის მხრიდან 1980 წელს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მსახიობმა ენტონი რეპმა კევინ სპეისის სექსუალურ შევიწროებაში ბრალი დასდო. მან 30 წლის წინ მომხდარი შემთხვევა გაიხსენა, თავად რეპი მაშინ 14 წლის იყო.
სპეისიმ ბრალდების შემდეგ რეპს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ იგი ფაქტს ვერ იხსენებს და ყოველივე „მთვრალი კაცის საქციელს“ დაუკავშირა, სპეისიმ ასევე განაცხადა, რომ იგი გეია.
მასალის გამოყენების პირობები






