2017 წლის 1 ნოემბერს, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, ტერორისტი თეთრი ავტომობილით მანჰეტენზე ველოსიპედის ბილიკზე შევარდა, გარკვეული მანძილი გაიარა, ველოსიპედისტებსა და გამვლელებს გადაუარა და სკოლის ავტობუსს შეეჯახა. დაიღუპა 8 და დაშავდა 11 ადამიანი.
25 აგვისტო, ლონდონი. ტერორისტმა ავტომბილით Toyota Prius გზა გადაუკეტა პოლიციის ავტომობილს. პოლიციელებმა ავტომანქანაში 122 სანტიმეტრიანი ხანჯალი შეამჩნიეს, რის შემდეგადაც ტერორისტი მათ თავს დაესხა და რამდენიმე პოლიციელი დაჭრა.
17 აგვისტო. ესპანეთი. ბარსელონაში ავტოფურგონი გამვლელებს დაეჯახა. დაიღუპა 16 და დაშავდა 130 ადამიანი. მსგავსი ხასიათის ტერაქტი მოხდა 18 აგვისტოს კამბრილიაში, რა დროსაც დაშავდა 7 ადამიანი.
9 აგვისტოს, პარიზთან ახლოს, ლე ვალუა-პერეში მუქი ფერის BMW Sentinelle-ს სამხედრო მოსამსახურეებს დაეჯახა, მძღოლი ადგილიდან გაიქცა, თუმცა, პოლიციამ რამდენიმე საათში ეჭვმიტანილი დააკავა. დაშავდა 6 სამხედრო, ხოლო დაკავებისას დაიჭრა 1 პოლიციელი.
19 ივნისს, ლონდონში, სევენ სისტერსის ქუჩაზე, სატვირთო ავტომობილი ფინსბერის მეჩეთიდან გამოსულ ადამიანთა ჯგუფს დაეჯახა. დაიღუპა 1 და დაშავდა 8 ადამიანი.
4 ივნისს ორი ტერაქტი მოხდა ლონდონში. სამი ტერორისტი მიკროავტობუსით ლონდონბრიჯზე გამვლელებს შეეჯახა, ხოლო შემდეგ მანქანიდან გადმოსულები დანით შეიარაღებულნი, ბოროს ბაზრობასთან მყოფ ადამაინებს დაესხნენ თავს. დაიღუპა 8 ადამიანი, დაიჭრა - 48.
7 აპრილს, სტოკჰოლმი. ქალაქ დროტტინგგატანში, მთავარ საფეხმავლო ქუჩაზე სატვირთო ავტომობილი დიდი სიჩქარით შეიჭრა გამვლელებში და მაღაზიის ვიტრინაში შევარდა. დაიღუპა 4 ადამიანი და დაშავდა - 15.
22 მარტს, ლონდონში, ვესტმინსტერის ხიდზე ავტომობილი ტროტუარზე შევარდა და პარლამენტის შენობამდე იმოძრავა, სადაც მძღოლი პოლიციელს დაესხა თავს და დანით დაჭრა. ტერაქტის შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი დაშავდა 50.
2016 წლის 19 დეკემბერს, სატრვირთო ავტომობილი ბერლინის ცენტრში, საშობაო ბაზრობაზე შეიჭრა, დაიღუპა 12 ადამიანი და დაშავდა 48.
14 ივლისს, ნიცაში, ამ მეთოდის გამოყენებით, პირველი და ყველაზე მასშტაბური ტერაქტი განხორციელდა. ინგლისის სანაპიროზე შეკრებილ ადამიანებს, რომლებიც ბასტილიის აღების წლისთავთან დაკავშირებულ ფეიერვერკს უყურებდნენ, სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. ავტომობილი ზიგზაგით მოძრაობდა და დიდი რაოდენობის ადამიანს გადაურა. შედეგად დაიღუპა 86 ადამიანი და დაშავდა 430-ზე მეტი.
სულ 2016 წლის 14 ივლისიდან 2017 წლის 1 ნოემბრამდე, ავტომობილის გამოყენებით ჩატარებულ ტერაქტებს ემსხვერპლა 140 ადამიანი და დაშავდა 760-მდე ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები






