უკანასკნელ დღეებში ჰოლივუდის მსახიობისა და ორგზის ოსკაროსანი კევინ სპეისის ირგვლივ სკანდალი მძვინვარებს. სკანდალმა სხვადასხვა შედეგები უკვე გამოიღო. პოპულარული შოუ House Of Cards სრულდება, მეექვსე სეზონში კი ფრენკ ანდერვუდი (კევინ სპეისი) აღარ გამოჩნდება. Netflix-მა ეს გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. სპეისის ასევე არარ გადაეცემა ემის საპატიო ჯილდო.
BBC კი ავრცელებს ერთ-ერთი მამაკაცის კომენტარს, რომელსაც ჯონს უწოდებს, თუმცა ეს მისი ნამდვილი სახელი არ არის. ჯონი BBC-სთან საუბრისთან აცხადებს, რომ მანაც განიცადა სექსუალური შევიწროება კევინ სპეისის მხრიდან.
„ეს 1980 წელს მოხდა, ნიუ იორკში ვიქენდის გასატარებლად მიმიწვია, მოგვიანებით გაირკვა რომ მას ჩემს მიმართ სხვა ინტერესი ჰქონდა, მთხოვა მასთან ერთად დავწოლილიყავი ლოგინში, მაგრამ დივანზე დაძინება ვამჯობინე, რომ გავიღვიძე კევინ სპეისი ზემოდან მეწვა, თავი ჩემს მუცელზე ედო და ხელები ჰქონდა წელზე შემოხვეული“, - იხსენებს ჯონი.
BBC კომენტარისთვის მსახიობს დაუკავშირდა, თუმცა უშედეგოდ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მსახიობმა ენტონი რეფმა კევინ სპეისის სექსუალურ შევიწროებაში ბრალი დასდო. მან 30 წლის წინ მომხდარი შემთხვევა გაიხსენა, ტავად რეფი მაშინ 14 წლის იყო.
სპეისიმ ბრალდების შემდეგ რეფს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ იგი ფაქტს ვერ იხსენებს და ყოველივე „მთვრალი კაცის საქციელს“ დაუკავშირა, სპეისიმ ასევე განაცხადა, რომ იგი გეია.
მასალის გამოყენების პირობები






