საქართველოს ბანკმა ადგილობრივი ქართული მცირე საწარმოებისთვის Secret Santa 2018-ის ფარგლებში სპეციალური პლათფორმა შექმნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:49, 01 Nov, 2017     1512
საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, ადგილობრივი მცირე მეწარმეებისთვის სპეციალური პლათფორმის www.business.secretsanta.ge შექმნის შესახებ განაცხადა. აღნიშნული პლათფორმა საყოველთაო Sceret Santa 2018-ის (იდუმალი სანტა) პროექტის ფარგლებში ხორციელდება. Sceret Santa 2018-ი ადგილობრივი მცირე მეწარმეების ხელშეწყობას გულისხმობს და მიზნად ისახავს საახალწლოდ Secret Santa 2018-ის რაც შეიძლება მეტ მონაწილეს ქართული პროდუქცია გააცნოს.

ყველას ვისაც აქვს ადგილობრივი ბიზნესი და აწარმოებს ქართულ პროდუქციას, შესაძლებლობა აქვს ეწვიოს და დარეგისტრირდეს პლათფორმაზე www.business.secretsanta.ge, ჩაერთოს Secret Santa 2018-ის სახელოსნოში და შეთავაზოს საქართველოს იდუმალ სანტებს საახალწლო საჩუქრები.

აღსანიშნავია, რომ საყოველთაო Secret Santa, საქართველოს ბანკისა და საქართველოს ფოსტის თანამშრომლობით შარშან პირველად განხორციელდა და პროექტში მთელი საქართველოს მასშტაბით 60 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო. საყოველთაო Secret Santa-ს იდეა ეფუძნება საქართველოში უკვე კარგად ნაცნობ საახალწლო ტრადიციას, რომლის თანახმადაც შარშან, პროექტში მონაწილე ადამიანებმა მათთვის სრულიად უცნობ ადამიანებს საჩუქრები გაუგზავნეს და თავადაც მიიღეს. წელს იდუმალ სანტებს შესაძლებლობა ექნებათ რაც შეიძლება მეტი ქართული საჩუქარი აჩუქონ თავიანთ ადრესატებს და ამით ხელი შეუწყონ ქართული წარმოების წინსვლასა და განვითარებას. Secret Santa 2018-ი 1-ელ დეკემბერს დაიწყება და შარშანდელთან შედარებით პროექტის ფარგლებში 3-ჯერ მეტი საჩუქარი გაიგზავნება. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: www.business.secretsanta.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42