მსოფლიო ლიდერები ნიუ იორკის ტერაქტს ეხმაურებიან და აშშ-ს სოლიდარობას უცხადებენ
მსოფლიო - 11:23, 01 Nov, 2017     1547

ნიუ იორკში, მანჰეტენზე მამაკაცი ველობილიკზე ავტომობილით შევარდა, რის შედეგადაც 8 ადამიანი გარდაიცვალა, 11 კი დაშავდა. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცა. დამნაშავემ ავტომობილიდან გადმოსვლის შემდეგ ცეცხლსაsროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც იგი სამართალდამცავმა მუცლის არეში დაჭრა.

მომხდარს სოციალურ ქსელში მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ:

“სოლიდარობას ვუცხადებ ნიუ იორკსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს საფრანგეთის სახელით. თავისუფლებისთვის ბრძოლა ჩვენ ახლა უფრო მეტად გვაერთიანებს, ვიდრე ოდესმე“, - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

“შეძრწუნებული ვარ ამ ნხდალი აქტის გამო, მე ვფიქრობ ყველა დაზარალებულზე. ერთად ჩვენ დავამარცხებთ ტერორიზმის ბორორებას. დიდი ბრიტანეთი ნიუ იორკის გვერდითაა“,- წერს ტვიტერზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი.

“მე და მიშელი ვფიქრობთ ნიო იორკში დღეს მომხდარი თავდასხმის შედეგად გარდაცვლილებსა და დაშავებულებზე, ასევე მათზე ვინც უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას. ნიუ იორკი მაცხოვრებლები ისეთივე მკაცრები არიან, როგორც ისინი“, - წერს ბარაკ ობამა.

„ნიუ იორკის მაცხოვრებლები ხედავენ ამ თავდასხმას, რა არის ეს - ეს გახლავთ დაშნების მცდელობა. ჩვენ ტერორიზმის წინააღმდეგ გამოვდივართ, თუმცა ვგლოვობთ გარდაცვლილებს და მადლობას ვუხდით ნიუ იორკის პოლიციას“, - წერს ბილ კლინტონი.

„ვფიქრობ ყველა დაშავებულსა და გარდაცვლილზე მანჰეტენზე მომხდარი საშინელი ტერაქტის შედეგად. ნატო და ამერიკის შეერთებული შტატები ერთად ებრძვიან ტერორიზმს“, - წერს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

მომხდარს განცხადებით გამოეხმაურა კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო:

„ნიუ იორკში დღეს მომხდარი ტერაქტით შეშფოთებული ვარ, კანადელები მიერთდებიან გულწრფელ სამძიმარში მათ მიმართ, ვინც დაკარგეს ოჯახის წევრები და მეგობრები. ასევე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაშავებულებს.

ნიუ იორკი ცნობილია თავისი ძალითა და სიმყარით, ნიუ იორკის მოსახლეობა იდგება ერთად, რადგან ისინი ხშირად ეცეხებიან რთულ სიტუაციებს.

დღეს ჩვენ ვფიქრობთ და ვლოცულობთ ჩვენი მეზობელი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ჩვენ ტქვენს გვერდით ვართ როგორც ყოველთვის, როგორც მეგობრები და როგორც მოკავშირეები“, - ნათქვამია ტრუდოს განცხადებაში.

ტერაქტი ნიუ - იორკში - მანჰეტენზე მომხდარი თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 8 და დაშავდა 11 ადამიანი. თავდამსხმელი ველობილიკზე სატვირთო ავტომობილით შევარდა, შემდეგ კი მოსახლეობას ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა, რა დროსაც სამართალდამცავმა იგი მუცლის არეში დაჭრა.

როგორც ძალოვანი უწყებები იუწყებიან, თავდამსხმელი 29 წლის საიფულო საიპოვია, რომელიც უზბეკეთის მოქალაქეა და ამერიკის შეერთებულ შტატებში 2010 წლიდან ცხოვრობს.

მანქანა საიპოვმა თავდასხმამდე ერთი საათით ადრე დაიქირავა, მან მანქანაში სამი წერილი დატოვა, სადაც აცხადებს, რომ იგი ISIS-ის მებრძოლია.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლტოლვილების მიღების პროგრამის გააქტიურების ბრძანება გასცა. ამის შესახებ ტრამპი „ტვიტერზე“ წერს:

„შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს ახლახანს მივეცი განკარგულება გააქტიუროს ლტოლვილთა მიღების პროგრამა, იყო პოლიტიკურად კორექტული კარგია, მაგრამ არა ამისთვის!“ - წერს ტრამპი.

დონალდ ტრამპმა თავდამსხმელს ავადმყოფი და შეურაცხადი უწოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42