"დინამო არენასთან" დაკავებული სამი პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
სამართალი - 09:07, 09 Jul, 2013     552

სხდომაზე ბრალდებული მხარის ინტერესებს იცავდა ადვოკატი გიორგი ონიანი, რომელმაც წარმოადგინა ის ფირი, სადაც ამ ადამიანების დაკავებაა ასახული. თავის მხრივ, მოსამართლემ ბრალდების მხარესაც სთხოვა ფირების წარმოდგენა, თუმცა ბრალდების მხარეს ეს მტკიცებულები არ აღმოაჩნდა. ამის შემდეგ მოსამართლემ მათ სამჯერ შესთავაზა, გაითხოვდნენ თუ არა შუამდგომლობას, თუმცა პატრულის თანამშრომლების მხრიდან უარი მიიღო. მათივე მოთხოვნით, სასამართლო სხდომა დღეისთვის გადაიდო.


"დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული სამი პირი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ისინი სასამართლო სხდომაზე აცხადებდნენ, რომ პოლიციის წინააღმდეგ არ გამოუყენებიათ შეურაცხმყოფელი სიტყვები და მხოლოდ მდუმარე აქციას მართავდნენ.


"პოლიციის მხრიდან იგრძნობოდა აგრესია. მათ დაგვიხიეს პლაკატი, სადაც ეწერა, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა. ამაში მონაწილეობას იღებდა მაიორი რუხაძე. ის ასევე მოგვიწოდებდა, რომ დავშლილიყავით. პოლიციის თანამშრომლებმა შეკრეს ჯაჭვი, საიდანაც გასვლის საშუალებას არ გვაძლევდნენ და ჩვენზე ახდენდნენ ფიზიკურ ზეწოლას. ისინი ჩვენს რამდენიმე აქტივისტს ხელითაც კი შეეხნენ", - აღნიშნა ერთ-ერთმა ბრალდებულმა ჩხირკვაიამ.


გუშინდელ სასამართლო სხდომაზე ასევე მოხდა მოწმეების დაკითხვა. მოწმეების განცხადებით, ისინი არ არღვევდნენ კანონს და კანონის სრული დაცვით მოქმედებდნენ. ერთ-ერთი მოწმის ბესიკ კალანდაძის განცხადებით, ისინი იმყოფებოდნენ ბორდიურზე, სადაც ადამიანებს მოძრაობა შეუძლიათ. გზის სავალი ნაწილი კი პოლიციის თანამშრომლებს გადაკეტილი ჰქონდათ.


"ისინი ჩვენს რამდენიმე აქტივისტს ხელითაც კი შეეხნენ, მათ შორის მანდილოსნებს. ერთ-ერთ გოგონას აღენიშნება ფიზიკური დაზიანებებიც კი, ხოლო დაკავებულ ჩხირკვაიას ცხვირიდან სისხლდენაც კი დაეწყო. ჩვენს მიმართ კი პოლიციელები ძალადობას იჩენდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ სასწრაფოდ უნდა დავშლილიყავით. გაუგებარია, რატომ უნდა დავშლილიყავით, ჩვენ ხომ გამოვხატავდით მხოლოდ ჩვენს აზრს", - განაცხადა მოწმის სტატუსით დაკითხულმა ბესიკ კალანდაძემ.


ამასთან, სხვა მოწმეები: ნინო ცისკარიშვილი და თამარ იოსელიანი აცხადებენ, რომ მათ კანონი არ დაურღვევიათ და პოლიციელების მხრიდან მათი მისამართით ადგილი ჰქონდა ძალადობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42