ტერაქტი ნიუ - იორკში - მანჰეტენზე მომხდარი თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 8 და დაშავდა 11 ადამიანი. თავდამსხმელი ველობილიკზე სატვირთო ავტომობილით შევარდა, შემდეგ კი მოსახლეობას ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა, რა დროსაც სამართალდამცავმა იგი მუცლის არეში დაჭრა.
როგორც ძალოვანი უწყებები იუწყებიან, თავდამსხმელი 29 წლის საიფულო საიპოვია, რომელიც უზბეკეთის მოქალაქეა და ამერიკის შეერთებულ შტატებში 2010 წლიდან ცხოვრობს.
მანქანა საიპოვმა თავდასხმამდე ერთი საათით ადრე დაიქირავა, მან მანქანაში სამი წერილი დატოვა, სადაც აცხადებს, რომ იგი ISIS-ის მებრძოლია.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლტოლვილების მიღების პროგრამის გააქტიურების ბრძანება გასცა. ამის შესახებ ტრამპი „ტვიტერზე“ წერს:
„შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს ახლახანს მივეცი განკარგულება გააქტიუროს ლტოლვილთა მიღების პროგრამა, იყო პოლიტიკურად კორექტული კარგია, მაგრამ არა ამისთვის!“ - წერს ტრამპი.
დონალდ ტრამპმა თავდამსხმელს ავადმყოფი და შეურაცხადი უწოდა.
მასალის გამოყენების პირობები






