ნიუ იორკში, მანჰეტენზე მამაკაცი ველობილიკზე ავტომობილით შევარდა, რის შედეგადაც 8 ადამიანი გარდაიცვალა, 11 კი დაშავდა. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცა. დამნაშავემ ავტომობილიდან გადმოსვლის შემდეგ ცეცხლსახროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც იგი სამართალდამცავმა მუცლის არეში დაჭრა.
მომხდარს ტვიტერზე ამეიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა, მან თავდასმხმელს ავადმყოფი და შეურაცხადი უწოდა, ასევე აღნიშნა, რომ ამერიკამ არ უნდა დაუშვას ტერორისტული დაჯგუფების ქვეყანაში დაშვების ალბათობა:
“ნიუ იორკში როგორც ჩანს განხორციელდა თავდასხმა ძალიან ავადმყოფი და შეურაცხადი ადამიანის მიერ. ძალოვანი უწყებები ყურადღებით ადევნებენ თვალყურს ყველაფერს. არა აშშ-ში! ჩვენ არ უნდა მივცეთ „ისლამურ სახელმწიფოს“ დდაბრუნების ან შემოსვლის უფლება ჩვენს ქვეყანაში მათზე გამარჯვების შემდეგ ახლო აღმოსავლეთში და სხვა ადგილებში. საკმარისია!
მე ვფიქრობ და თანავუგრძნობ ნიუ იორკში განხორციელებული ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს. ღმერთი და თქვენი ქვეყანა თვენს გვერდითაა“, - წერს ტრამპი.
მასალის გამოყენების პირობები






