სასამართლო პროცესზე მოწმის მიერ მიცემული ჩვენება არ აღმოჩნდა მტკიცებულება ბრალდების მხარისთვის, რის გამოც მოსამართლემ ბრალდებულ ალექსი დავითაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
ბაჩო ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა, რომელიც სასამართლო პროცესს თავიდან ბოლომდე ესწრებოდა, ,,ნიუპოსტთან" საუბარში განაცხადა, რომ მოწმის ჩვენება ადასტურებდა იმას, რომ ადგილი არ ჰქონია არანაირ წამებას, რის გამოც დავითაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
,,ეს იყო ბოლო მოწმე, რომელიც დღეს სასამართლოზე დაიკითხა და რომელმაც სრულიად რეალურად ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილი არ ჰქონია არანაირ წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, დავითაშვილის გათავისუფლება მნიშვნელოვანია იმით, რომ ბრალდების მხარეს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ არაფერი აღარ დარჩა და ამტკიცებს იმას, რომ ბაჩოს საქმე თავიდან ბოლომდე შეთითხნილი იყო", - აცხადებს ანი ნადარეიშვილი ,,ნიუპოსტთან" საუბარში.
მასალის გამოყენების პირობები






